Apple-ი ციფრული ვალუტის გამოშვებას არ გეგმავს

0
1460

მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Apple–ი ციფრული ვალუტის გამოშვებას არ გეგმავს. ამის შესახებ განცხადება კომპანიის ხელმძღვანელმა, ტიმ ქუქმა გააკეთა.

Les Echos-თან ინტერვიუს დროს, ტიმ ქუქმა უარყო მოსაზრება, რომ კომპანია Facebook-ის მსგავსი ციფრული ვალუტის შექმნას აპირებდა.

”მე ნამდვილად ვფიქრობ, რომ ვალუტა სახელმწიფოს ხელში უნდა დარჩეს. ჩემთვის არ არის ის მოსაზრება მისაღები, რომ კერძო ორგანიზაციას შეუძლია ვალუტის შექმნა”,- განაცხადა Apple-ის ხელმძღვანელმა.

ტიმ ქუქისგან განსხვავებით Apple-ის თანადამფუძნებელი, სტივ ვოზნიაკი ციფრული ვალუტის ინდუსტრიის მიმართ დადებითად არის განწყობილი.

Bloomberg-თან ინტერვიუს დროს სტივ ვოზნიაკმა აღნიშნა, რომ ბიტკოინი არის ისეთი რამ, რაც საყოველთაოდ ღირებულია.

როდესაც Bloomberg-ის ჟურნალისტმა ვოზნიაკს ჰკითხა ელოდება, თუ არა რომ ბიტკოინი მომავალში მსოფლიო ვალუტა გახდება მან უპასუხა:

“ჩვენ ვნახეთ ზოგადად კრიპტოვალუტის მასიური დაცემა. თუმცა აღსანიშნავია, რომ ეს არის საყოველთაო ეკონომიკური ღირებულება”.

Apple-ის თანადამფუძნებელმა განმარტა, რომ ის როგორც ინვესტორი არ არის ბიტკოინის ყიდვით დაინტერესებული. მისთვის ციფრული ვალუტა ერთგვარ ექსპერიმენტს წარმოადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი