Genesis-ის მმართველმა დირექტორმა თანამდებობა დატოვა

0
797

კრიპტოვალუტის ბროკერის Genesis-ის მმართველმა დირექტორმა მეთიუ ბალენსვეიგმა, ცოტა ხნის წინ, LinkedIn-ის საშუალებით გამოაცხადა, რომ იგი ოფიციალურად ტოვებს თანამდებობას. მეთიუ ბალენსვეიგი ასევე არის Genesis-ის ვაჭრობისა და სესხების თანახელმძღვანელი.

მისი განცხადების თანახმად, ხუთწლიანი მუშაობის შემდეგ ის მის უფლება მოვალეობებს, რამოდენიმე სანდო კოლეგას გადააბარებს და ამის შემდეგ დატოვებს კომპანიას.

”მე სამუდამოდ მადლობელი ვარ როგორც Digital Currency Group-ის [Genesis-ის მშობელი კომპანიის] ასევე Genesis-ის, რომ მომცეს შესაძლებლობა, კაპიტალის ბაზრის ბიზნესის შენებაში მონაწილეობა მიმეღო. ჩვენ ეს კომპანია 2017 წელს დავაფუძნეთ 8 კაციანი შემადგენლობით ნიუ-იორკში, პატარა ოფისში”,- განაცხადა მეთიუ ბალენსვეიგმა.

ის ფირმაში გარკვეული პერიოდით მრჩეველის ამპლუაში დარჩება. შემდგომ კი მისი განცხადების თანახმად, ის მოგზაურობას და დასვენებას აპირებს ოჯახთან ერთად. მანამდე Genesis-ის აღმასრულებელი დირექტორი მაიკლ მორო გადადგა აგვისტოში, რადგან კომპანიამ გარდამავალი პერიოდი დაიწყო.

როგორც ჩანს, Genesis-ის ბიზნესმა მძიმე დარტყმა მიიღო.

ივლისში მაიკლ მორომ დაადასტურა, რომ Genesis-ს ჰქონდა საინვესტიციო ექსპოზიცია ახლა ლიკვიდირებულ სინგაპურის კრიპტო ჰეჯ-ფონდში Three Arrows Capital (3AC).

მოროს თქმით, ფირმამ შეამცირა ზარალი, მაგრამ, მიუხედავად ამისა, თავისი მარჟა გაზარდა და ახალი აქციები გამოიტანა ბაზარზე, რომელმაც შედეგი ვერ მოიტანა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი