Coinbase-ის აღმასრულებელი დირექტორი: აშშ-ს მთავრობამ ინოვაციას ზიანი არ უნდა მიაყენოს

0
1640

უმსხვილესი კრიპტოვალუტის ბირჟის, Coinbase-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ბრაიან ამსტრონგი აცხადებს, რომ ის ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის რეაგირებას ელოდება. საქმე ეხება ჩინეთის ცენტრალური ბანკის მიერ შექმნილ ციფრულ ვალუტას.

ბრაიან ამსტრონგი მთავრობას ურჩევს Libra-სთან დაკავშირებულ პოზიციას გადახედოს.

კრიპტოვალუტის ბირჟის აღმასრულებელმა დირექტორმა, სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მას სჯერა აშშ-ს მთავრობის მხრიდან რეაგირების მოხდენის.

”ქვეყნები განაგრძობენ მაღალი ეკონომიკური ზრდის მიღწევას მეცნიერების, ტექნოლოგიისა და ინოვაციების გამოყენებით. თუ მთავრობას შეუძლია აქ დახმარება, ეს ძალიან კარგია. თუმცა, მანამდე, სანამ დახმარებას შესძლებს ინოვაციას ზიანი არ უნდა მიაყენოს”,- აღნიშნა Coinbase-ის თანადამფუძნებელმა.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, IBM-ის Blockchain სერვისების გენერალურმა მენეჯერმა ჯეისონ კელიმ განაცხადა, რომ კომპანია ცდილობს Facebook-თან თანამშრომლობის გაღრმავებას.

IBM მზად არის იმისთვის, რომ Facebook–თან ითანამშრომლოს. თანამშრომლობის მიზანს კი Libra-ს პროექტი წარმოადგენს.

”ჩვენ მზად ვართ ვიმუშაოთ Facebook-თან. ჩვენი კლიენტები კი ამ საკითხის მიმართ დადებითად არიან განწყობილნი”,- განაცხადა ჯეისონ კელიმ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი