ჰონგ-კონგის ფასიანი ქაღალდების კომისია: მარეგულირებელ სისტემას პრობლემები აქვს

0
1706

ჰონგ-კონგის ფასიანი ქაღალდების კომისიამ შეშფოთება გამოთქვა კრიპტო სივრცის რეგულაციის ხარვეზების გამო. საქმე იმაშია, რომ ასეთ დროს არაკანონიერი ოპერაციების რაოდენობა იზრდება.

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო Standard-ი აქვეყნებს.

კომისიის აღმასრულებელმა დირექტორმა, თომას ატკინსონმა ცოტა ხნის წინ აღნიშნა, რომ კრიპტოვალუტების ბირჟის სტრუქტურა ხშირად მარეგულირებლის საზღვრებს სცდება.

ადგილობრივი პოლიტიკოსები კი ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ ციფრულ ვალუტასთან დაკავშირებული ყველანაირი სახის მონიტორინგი გაამკაცროს. ზოგიერთი ანალიტიკოსი იმასაც კი ფიქრობს, რომ მიმდინარე კრიპტოვალუტის ბაზარი ჯერ კიდევ რისკის შემცველია.

2018 წლის ოქტომბერში მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჰონგ-კონგის საფონდო ბირჟა კრიპტოვალუტების რეგულაციას გეგმავდა.

ჰონგ-კონგის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიის მიერ უკვე დეკემბერში გაცემული ბრძანების თანახმად, კრიპტოვალუტასთან დაკავშირებულ კომპანიებს, რომლებიც ჰონგ-კონგის ბაზარზე შესვლას გადაწყვეტენ მოსალოდნელი იყო, რომ მარეგულირებელის განსაკუთრებული მოთხოვნის გამო ბევრ კომპანიას უარი ეთქვა.

“მარეგულირებლის მოთხოვნებმა შესაძლოა, ზოგიერთი ოპერატორისთვის ძალიან მძიმე შედეგი მოიტანოს”,-განაცხადა ადგილობრივი იურიდიული ფირმის მფლობელმა, თიმოთი ლოჰმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი