Facebook-ი დიდი ბრიტანეთის მთავრობასთან მოლაპარაკებას აწარმოებს

0
1452

მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Facebook–ის წარმომადგენლობა ბრიტანეთის მთავრობასთან მოლაპარაკებას აწარმოებს.

ამ ეტაპზე ისიც გახდა ცნობილი, რომ Facebook-ის ციფრული ვალუტის სამუშაო ჯგუფი ქვეყნის მარეგულირებელს სამჯერ შეხვდა მანამდე, სანამ Libra-ს შესახებ ოფიციალურად გახდებოდა ცნობილი.

”როიტერის” ცნობით, ამ გაზაფხულზე უკვე შედგა რამდენიმე შეხვედრა ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროსთან, ქვეყნის მარეგულირებელთან და ინგლისის ბანკთან.

როგორც ცნობილია, შეხვედრებზე განიხილებოდა Libra-ს მომავალი. საუბარი ასევე შეეხებოდა ხელისუფლების მხრიდან მხარდაჭერასაც.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ცენტრალური ბანკის საბჭოს წევრმა, ბენოით ქოურმა განაცხადა, რომ Facebook-ის კრიპტოვალუტა მანამდე არ შეიქმნება, სანამ გლობალური მარეგულირებლი არ იქნება მის უსაფრთხოებაში დარწმუნებული.

“მივხვდით, რომ არსებობს ხარვეზები ან შეუსაბამობები, რომლებიც საჭიროებს რეგულარული დისკუსიების ჩატარებას, რათა აღმოიფხვრას პრობლემა. ევროპის ცენტრალური ბანკი არ აპირებს ისეთი პროექტების განხორციელებას, სანამ არ გვექნება პასუხი ჩვენს კითხვებზე”,- განაცხადა ბენოით ქოურმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი