ფილიპინების პოლიციამ კრიპტო თაღლითობის სქემა გამოავლინა

0
3207

მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფილიპინელმა სამართალდამცავებმა კრიპტოვალუტის თაღლითური სქემა გამოავლინეს. თაღლითების სამიზნეს ჩინელი ინვესტორები წარმოადგენდნენ.

ადგილობრივი საინფორმაციო საშუალების Inquirer.net–ის ინფორმაციის მიხედვით, საიმიგრაციო ბიუროს, ანტიკორუფციული კომისიისა და ეროვნული პოლიციის მონიტორინგისა და აღსრულების ჯგუფის წარმომადგენლებმა ერთად გაამჟღავნეს თაღლითური სქემა.

ხელისუფლებამ ჩინეთის საელჩოსგან მიიღო ინფორმაცია, რომ ფილიპინებში წარმოებული არალეგალურ საქმიანობა ჩინეთის მოქალაქეებს საფრთხეს უქმნიდა.

ამ ეტაპზე, როგორც ცნობილია, ფილიპინების პოლიციამ 200-ზე მეტი ადამიანი დააკავა.

უნდა აღინიშნოს, რომ ცოტა ხნის წინ, ფილიპინების ცენტრალური ბანკის მმართველმა, ბენიამინ დიოკნომ მოქალაქეები ტერორიზმის დაფინანსებისთვის კრიპტოვალუტის გამოყენების შესახებ გააფრთხილა.

როგორც ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა აღნიშნა, ბანკი მთელი ქვეყნის მასშტაბით განაგრძობს მონიტორინგს.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ ბენიამინ დიოკნომა გააკრიტიკა ბიტკოინის შესაძლებლობები. მან განაცხადა, რომ მიუხედავად იმ ეკონომიკური კეთილდღეობისა, რაც კრიპტოვალუტას შეუძლია მოიტანოს მაინც არსებობს რისკი. ეს კი, რა თქმა უნდა, ციფრული ვალუტის ბაზრის არასტაბილურობას უკავშირდება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი