Ramp-მა აშშ-ს მარეგულირებლის ნებართვა მიიღო

0
735

კრიპტოვალუტის გადახდის პლატფორმამ, Ramp-მა განაცხადა, რომ მისი შვილობილი კომპანია Ramp Swaps LLC-ი წარმატებით დარეგისტრირდა აშშ-ს ბიზნეს სახაზინო დეპარტამენტის ფინანსური დანაშაულების აღსრულების ქსელში.

ახლა კომპანიას შეერთებული შტატების 38 შტატში ბიზნესის წარმოება შეუძლია.

ეს მესამე ნებართვაა Ramp-ისთვის. კომპანიას ასევე მარეგულირებელი ნებართვა აქვს გაერთიანებული სამეფოს ფინანსური ქცევისა და პოლონეთის ფინანსური ზედამხედველობის ორგანოებისგან.

Ramp პატფორმის დახმარებით მომხმარებლებს შეუძლიათ კრიპტოვალუტა პირდაპირ საფულეებსა და დეცენტრალიზებულ აპლიკაციებში (Dapps) შეიძინონ.

გასულ წელს კომპანიამ ტრანზაქციის მოცულობა დაახლოებით 30-ჯერ გაზარდა. კომპანია 400-ზე მეტ Blockchain ობიექტთან პარტნიორობს. მათ შორისაა Axie Infinity, Mozilla, Opera Browser-ი, Aave, Trust Wallet-ი.

გასულ წელს, A სერიის დაფინანსების რაუნდში კომპანიამ 52 მილიონ დოლარზე მეტი შეაგროვა. რაუნდს ხელმძღვანელობდნენ Balderton Capital-ი, NFX, Galaxy Digital-ი, Seedcamp-ი, Firstminute Capital-ი და სხვა კერძო ინვესტორები.

პლატფორმა მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, რომ ძალიან მცირე დროში ტრადიციული ვალუტა კრიპტოვალუტაში გადააკონვერტირონ და ვაჭრობა დაიწყონ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი