2020 წელს იაპონიაში კრიპტო და Blockchain კომპანიების რაოდენობა გაზრდილია

0
1119

Monex Crypto Bank-ის მონაცემებით, 2020 წელს იაპონიაში ციფრულ ვალუტასთან და Blockchain ტექნოლოგიასთან დაკავშირებული კომპანიების რაოდენობა გაზრდილია.

გაზრდილი კომპანიების პროცენტული რაოდენობა კი 30%-ზე მეტს შეადგენს.

მედიასთან საუბრის დროს Monex Crypto Bank–ის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ 2020 წლის მაისის მდგომარეობით იაპონიაში 430 კრიპტოვალუტისა და Blockchain კომპანია ოპერირებს.

მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში მომუშავე კომპანიების რაოდენობა გასული წლის ივლისში დაახლოებით 100-ით ნაკლები იყო.

მაგალითად, მაისის დასაწყისში იაპონიის კრიპტო სექტორს ორი ახალი ბირჟა შეემატა, ესენია: GMO Coin-ი და DMM Bitcoin-ი.

აღსანიშნავია, რომ პირველი მაისიდან იაპონიაში ახალი მარეგულირებელი სისტემა ამოქმედდა. მარეგულირებლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოთხოვნა ციფრული ვალუტის ბირჟების რეგისტრაცია და მუშაობის ლიცენზიაა.

რეგულაციები ბირჟას ავალდებულებს, რომ ვაჭრობა ლიცენზიის მიღების შემდეგ აწარმოოს. ამასთანავე, ბირჟას ფულის გათეთრების წინააღმდეგ ყველა საჭირო ზომის მიღება ევალება.

შეგახსენებთ, რომ Monex Crypto Bank-ი Monex Group-ს ეკუთვნის, რომელიც თავის მხრივ, იაპონიის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ციფრული ვალუტის ბირჟას, Coincheck-ს მართავს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი