პატრიკ მაკჰენრი ციფრული ვალუტის კანონმდებლობის შემოღების აუცილებლობაზე საუბრობს

0
809

პატრიკ მაკჰენრი, შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის ფინანსური მომსახურების კომიტეტის წევრი, მიიჩნევს, რომ ფინანსურ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით საუბრები გაუთავებელი გახდა. ამიტომ დროა ადამიანები რეალურ სამყაროში არსებული პრობლემების გადაჭრას დაუბრუნდნენ.

ის ამჟამად მოლაპარაკებებს აწარმოებს კანონმდებლობაზე, რამაც შესაძლოა უფრო მეტი სიცხადე მაინც მოიტანოს სტაბილკოინებში.

“ამჟამად, არ არსებობს აშშ-ს ფედერალური განმარტება ციფრული ვალუტების ან სტაბილკოინების შესახებ”-, განაცხადა მაკჰენრიმ და სიტუაციას რეტროგრადული უწოდა.

მაკჰენრი, კონგრესის ფინანსური მომსახურების კომიტეტის თავმჯდომარე, მაქსინ უოტერსი, და სახაზინო დეპარტამენტი თვეების განმავლობაში აწარმოებენ მოლაპარაკებებს კანონმდებლობაზე, რომელიც არეგულირებს სტაბილკოინებს.

მან დადებითად ისაუბრა კანონმდებლობის ფორმირების ორპარტიულ ხასიათზე, რომელიც მასსა და უოტერსს შორის გაკეთებულ შეთანხმებებზეა დამყარებული.

„ჩვენ ვთანხმდებით აქტივზე, ანუ ვიწროდ განსაზღვრულ აქტივებზე, 1:1 მხარდაჭერაზე, არანაირი ბერკეტი. ეს კი მომავალში ბევრად უფრო რთულ სასაუბრო თემებში გადასვლისათვის გამოგვადგება”,- განაცხადა პატრიკ მაკჰენრმა.

DC Fintech Week-ზე გამოსვლისას მაკჰენრიმ გადაუჭრელ პრობლემებად სტაბილკოინები, საფულეების რეგულირება და კრიპტო სამყაროსათვის ფედერალური მარეგულირებელი კანონების შემუშავება დაასახელა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი