გერმანიამ შესაძლოა, Libra-ს ალტერნატიული ვალუტა შექმნას

0
1491

გერმანიის მთავრობამ Blockchain სტრატეგია დაამტკიცა, რომელიც მიზნად ისახავს ალტერნატიული ციფრული ვალუტების შექმნას.

მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ კანცლერის, ანგელა მერკელის კაბინეტმა სტრატეგია დღეს დაამტკიცა. უნდა აღინიშნოს, რომ დოკუმენტში საუბარია Libra-ს მიერ შესაძლო რისკების შესახებაც.

გერმანიის ფინანსთა მინისტრის, ოლაფ შოლცის თქმით, მთავრობას სურს თანამედროვე ტექნოლოგიებისა და Blockchain ტექნოლოგიის მხრივ გერმანიას ლიდერის პოზიცია მოუტანოს ევროპის მასშტაბით.

“ჩვენ უნდა დავიცვათ მომხმარებლები და სახელმწიფოს სუვერენიტეტი. სახელმწიფო სუვერენიტეტის მთავარი ელემენტია ვალუტის გაცემაც. ჩვენ არ ვაპირებთ ეს საკითხი კერძო კომპანიებს მივანდოთ”,- აღნიშნა გერმანიის ფინანსთა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის მსგავსად, არც გერმანია გეგმვას Libra-ს მიღებას.

როგორც ადგილობრივი ყოველკვირეული ახალი ამბების გამოცემა Spiegel-ი იტყობინება, ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის წევრი, თომას ჰეილმანი, რომელიც პასუხისმგებელია ბავარიაში Blockchain პოლიტიკაზე უარს ამბობს Libra-ს ადაპტაციაზე.

მედიასთან საუბრის დროს თომას ჰეილმანმა აღნიშნა, რომ კოალიცია არ დაუშვებს Libra-ს ბაზარზე შემოსვლას.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი