Ferrari Blockchain ინდუსტრიაში შედის

0
1277

იტალიური ძვირადღირებული სპორტული მანქანების მწარმოებელი კომპანია, Ferrari Blockchain ინდუსტრიაში შვეიცარიულ სტარტაპ Velas Network-თან პარტნიორობით შედის.

Ferrari-მ ოფიციალურად განაცხადა, რომ ხელი მოაწერა მრავალწლიან ხელშეკრულებას Velas-თან, რათა ერთობლივად გამოსცენ ექსკლუზიური ციფრული კონტენტი.

როგორც ცნობილი გახდა, Velas-ი ასევე Ferrari Esports Series-ის მთავარი სპონსორი იქნება.

პროგრამის გენერალურმა მენეჯერმა, მატია ბინოტომ აღნიშნა, რომ Ferrari-მ Velas-ი აირჩია, როგორც ერთ-ერთი პრემიუმ პარტნიორი, რადგან კომპანიები ისეთ ღირებულებებს იზიარებენ, როგორიცაა ინოვაცია და ტექნოლოგიურად მოწინავე პროდუქტებისა და სერვისების ინდუსტრიაში დანერგვა.

შეგახსენებთ, რომ სამხრეთ კორეაში ავტომობილის მართვის ლიცენზიის მიღება Blockchain ტექნოლოგიაზე დაფუძნებული სისტემით უკვე მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ პროგრამა გასულ წელს დაიწყო, მაგრამ უკვე ერთმა მილიონმა სამხრეთ კორეელმა აირჩია Blockchain-ზე დაფუძნებული ლიცენზია.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი