ჩინეთის ერთ-ერთი პროვინციის მაღალჩინოსანი მაინინგის ხელშეწყობისთვის სამსახურიდან გაათავისუფლეს

0
920

ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა გაათავისუფლა პროვინციის მაღალჩინოსანი მას შემდეგ, რაც გამოძიებამ დაადგინა, რომ იგი კრიპტო მაინინგის წარმოებას ხელს უწყობდა.

დისციპლინური ინსპექციის ცენტრალურმა კომისიამ აღნიშნა, რომ Xiao Yi-მ ჩინეთის სახალხო პოლიტიკური საკონსულტაციო კონფერენციის ყოფილმა ვიცე-თავმჯდომარემ ძიანგსის პროვინციიდან, ბოროტად გამოიყენა სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი ადმინისტრაციული უფლებამოსილება.

„Xiao Yi-მ დაარღვია განვითარების ახალი კონცეფცია, ბოროტად გამოიყენა უფლებამოსილება, დანერგა და მხარი დაუჭირა საწარმოებს ჩაერთონ ციფრული ვალუტის მაინინგის საქმიანობაში, რომელიც არ აკმაყოფილებს ეროვნული სამრეწველო პოლიტიკის მოთხოვნებს”,- აღნიშნულია განცხადებაში.

Xiao-ს თანამდებობიდან გადაყენება პირდაპირ კავშირში იყო მის მონაწილეობასთან ციფრული ვალუტის მაინინგში, რა დროსაც ის მხარს უჭერდა მაინინგის საწარმოების გახსნას და ფუნქციონირებას.

გარდა ამისა, ჩინეთის მთავრობამ Xiao Yi დამნაშავედ ცნო თავისი გავლენის ბოროტად გამოყენებაში, რადგან ის ხელს უწყობდა არალეგალური მოგების გზით შეეგროვებინა სახსრები მშენებლობებისათვის და სხვადასხვა სამრეწველო პროექტისთვის. ის ასევე დამნაშავედ ცნეს ქრთამის აღებისათვის.

როგორც ცნობილია, Xiao Yi-ს დაატოვებინეს დაკავებული თანამდებობა და ჩამოართვეს ქონება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი