LEARN Afghanistan-ის დამფუძნებელი: თალიბებმა კრიპტოვალუტის მნიშვნელობა არ იციან

0
1041

LEARN Afghanistan-ის დამფუძნებლის თქმით, თალიბანი ვერასოდეს გაიგებს კრიპტოვალუტის მნიშვნელობას.

ფაშტანა დურანი, ორგანიზაციის დამფუძნებელი, რომელიც მუშაობს ქალთა განთლებისათვის ავღანეთში, აცხადებს, რომ ისლამურ ფუნდამენტალისტურ ჯგუფს აქვს ცუდი ფინანსური ცოდნა. განსაკუთრებით იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც კრიპტოვალუტას შეეხება.

ტომი ვიეტორთან ინტერვიუს დროს, LEARN Afghanistan-ის დამფუძნებელმა, პუშტანა დურანმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ, განსაკუთრებით შეერთებულმა შტატებმა, უნდა განიხილოს ავღანეთზე დაწესებული სანქციების მოხსნა და უცხოური მთავრობების მიერ კონტროლირებადი სახსრების გაყინვა.

დურანის თქმით, ავღანეთისთვის უცხოური დახმარების შეზღუდვა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვა სუბიექტების მეშვეობით თალიბანს უპირატესობას ანიჭებს.

„როდესაც მე ვამბობ აქტივების გაყინვის მაგივრად, გაგზავნეთ კრიპტოვალუტით – თალიბანი ამას ვერასოდეს გაიგებს. გაუგზავნე ის კერძო ბანკს – ისინი ვერასოდეს შეძლებენ მასზე წვდომას. თალიბებს არ აქვთ საბანკო ანგარიშები. თალიბები იყვნენ ადამიანები, რომლებიც იბრძოდნენ სოფლად და მთიან რეგიონებში. მათ არ ჰქონდათ დრო, რომ წასულიყვნენ ბანკში, შეევსოთ განაცხადები და მიეღოთ თუნდაც კრიპტო ანგარიშებზე წვდომა”,- განაცხადა ინტერვიუს დროს LEARN Afghanistan-ის ორგანიზაციის დამფუძნებელმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი