19 წლის მილიონერი ერიკ ფინმანი 401 ბიტკოინს ფლობს

0
3389

თინეიჯერი, რომელმაც 12 წლის ასაკში ბიტკოინი შეიძინა დღეს უკვე მილიონერია. როგორც ერიკ ფინმანი იხსენებს ბებიის მიცემული 1.000 დოლარი 100 ბიტკოინის შესაძენად გამოიყენა. უნდა აღინიშნოს, რომ როდესაც ერიკმა ბიტკოინები შეიძინა მაშინ კრიპტოვალუტის ღირებულება 10-12 დოლარი იყო.

დღეს ერიკ ფინმანი 401 ბიტკოინს ფლობს, რაც ნიშნავს, რომ ის ხუთი მილიონი დოლარის მფლობელია. ფინმანი იმასაც აღნიშნავს, რომ ბიტკოინის შემდეგ ყველაზე საინტერესეო კრიპტოვალუტები რიპლი, ეთერიუმი და ლაიტკოინია. ერიკი ასევე ამბობს, რომ ეს არის უნიკალური შესაძლებლობა ახალი ფინანსური ეპოქის დასაწყებად. არგუმენტად კი ეს მოჰყავს: “შენ შეგიძლია უბრალოდ იმოგზაურო და მთელი შენი სიმდიდრე თან ატარო”.

ერიკ ფინმანი ხაზგასმით საუბრობს კრიპტოვალუტების პოზიტიურ შედეგებზე და აღნიშნავს, რომ კრიპტოვალუტების მთავარი დადებითი მხარე არის მათი ყოფნა ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკისგან განცალკევებით.

“ამიტომ არის კრიპტოვალუტა წარმატებული ისეთ ქვეყნებში, სადაც შიდა პოლიტიკური არეულობა მძვინავრებს. ასეთი ადგილებია მაგალითად, ზიმბაბვე ან ვენესუელა ასეთი დაპირისპირებების დროს ციფრული ვალუტის განადგურება შუძლებელია,”- აცხადებს 19 წლის მილიონერი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი