სენატორი ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიის თავმჯდომარის პასუხებით უკმაყოფილოა

0
930

პენსილვანიის სენატორმა პეტ ტუმიმ, სენატის საბანკო კომიტეტის ერთ-ერთმა წევრმა, კონგრესს შესთავაზა, რომ გადადგას ნაბიჯები მოქმედი კანონმდებლბის შესაცვლელად იმ შემთხვევაში, თუ ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისია (SEC) ვერ შეძლებს საკმარისი მითითებების მიწოდებას კრიპტოვალუტების შესახებ.

სენატის საბანკო კომიტეტის განცხადებაში, პეტ ტუმიმ აღნიშნა, რომ ის უკმაყოფილოა SEC-ის თავმჯდომარე, გერი გენსლერის მიერ გაცემული პასუხებით, რომლებიც ფასიან ქაღალდებს, ტოკენიზებულ პროექტებს და სტაბილკოინებს ეხებოდა.

სენატორი ეჭვქვეშ აყენებს SEC-ის აშკარა უთანასწორობას კრიპტო და საკონსულტაციო სერვისების კომპანიებს შორის. სენატორი Glass Lewis-ის მსგავსს ბრალდებებს გულისხმობს, რომელმაც მომხმარებელს თაღლითური და შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია მიაწოდა.

„იმისთვის, რომ ინვესტორებმა ისარგებლონ სამართლიანი და კონკურენტუნარიანი ბაზრით, ფედერალურმა სააგენტოებმა უნდა უპასუხონ კითხვებს იმის შესახებ, შეესაბამება თუ არა ახალი და განვითარებადი ტექნოლოგიები არსებულ რეგულაციებს, და თუ შეესაბამება – როგორ? თავმჯდომარე გენსლერის წარუმატებლობა ხაზს უსვამს კონგრესის მოქმედების აუცილებლობას“,- განაცხადა სენატორმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი