ჰერსტერ პირსი საზოგადოებას სააგენტოს ახალი წინადადების შესახებ აფრთხილებს

0
823

აშშ-ს ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიის კომისარი, ჰესტერ პირსი საზოგადოებას აფრთხილებს, რომ სააგენტოს შემოთავაზებულმა წესმა შესაძლოა, დეცენტრალიზებული ფინანსების მომხმარებელი კომანიების რეგულირებაზე გავლენა მოახდინოს.

Bloomberg-ის თანახმად, პირსმა განაცხადა, რომ 654 გვერდიანი წინადადება, რომელიც SEC-ის მიერ ახლახანს გამოქვეყნდა, 1934 წლით განსაზღვრულ ფასიანი ქაღალდების კანონში სიტყვა „გაცვლის“ მნიშვნელობის შეცვლას ითვალისწინებს.

ეს უკანასკნელი კი დიდ გავლენას იქონიებს ციფრული ვალუტის სექტორზე.

მიუხედავად იმისა, რომ წინადადების ტექსტი არ შეიცავს ისეთ ტერმინებს, როგორიცაა „ციფრული ვალუტა“, „კრიპტოვალუტა“ ან „დეცენტრალიზებული ფინანსები“ არსებობს საკმაოდ დიდი რისკია იმისა, რომ წინადადებამ ციფრული ვალუტის მარეგულირებელ სისტემაზე ზემოქმედება მოახდინოს.

ამასთანავე, შეგახსენებთ, რომ ჰესტერ პირსი მკაფიო მარეგულირებელი სისტემის არსებობის მომხრეა.

თავის განცხადებებში ის ხშირად აღნიშნავს, რომ კრიპტო ინდუსტრია კანონის დარღვევის შიშის გარეშე უნდა განვითარდეს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი