მაიკლ ნოვოგრაცი ბიტკოინის ფონდს ქმნის

0
1335

Galaxy Digital– ის აღმასრულებელი დირექტორი და თავმჯდომარე, მაიკლ ნოვოგრაცი სტუმრად იყო CNBC–ის გადაცემაში, Squawk Box–ი, სადაც მან განაცხადა, რომ ბიტკოინის ახალ ფონდს ქმნის.

24 ოქტომბერს ჩაწერილ გადაცემაში მაიკლ ნოვოგრაციმ აღნიშნა, რომ Galaxy Digital Asset Management-ი ახალი ბიტკოინ ფონდის ამოქმედებას გეგმავს. ფონდის მიზანი იქნება ერთი რამ: ბიტკოინი ადამიანებისთვის, რაც შეიძლება ხელმისაწვდომი უნდა გახდეს.

“ეს იქნება მხოლოდ ბიტკოინის ფონდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე და ამასთანავე, ფასებზეც. ფონდი ადამიანებს საშუალებას მისცემს, რომ ინვესტიცია ბიტკოინში განახორციელონ, ბირჟებზე ყოველგვარი დარეგისტრირების გარეშე”,- განაცხადა მაიკლ ნოვოგრაციმ.

ცოტა ხნის წინ Galaxy Digital-ის დამფუძნებელმა განაცხადა, რომ ბიტკოინის ფასი 18 თვის განმავლობაში ახალ ისტორიულ მაქსიმუმზე დაფიქსირდებოდა.

მისი მოსაზრებით, ბიტკოინის კურსი კვლავ 10.000 დოლარის ნიშნულს მიუახლოვდება.

Galaxy Digital-ის დამფუძნებელმა ისიც აღნიშნა, რომ ციფრული ვალუტის ფასები ერთბაშად არ გაიზრდება. მისი აზრით, საჭიროა გარკვეული დრო, რათა კრიპტოვალუტის კურსმა მყარი ზრდის ტენდენცია აჩვენოს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი