ჩინეთის ცენტრალური ბანკი მოქალაქეებს Blockchain-თან დაკავშირებით აფრთხილებს

0
1361

ჩინეთის ცენტრალური ბანკი მოქალაქეებს თაღლითურ Blockchain პროექტებთან დაკავშირებით აფრთხილებს.

ამის შესახებ Reuter-ი იტყობინება.

ჩინეთის ცენტრალური ბანკი, რომელიც ცნობილია კრიპტოვალუტის მიმართ ნეგატიური შეხედულებებით ამ ეტაპზე აცხადებს, რომ Blockchain პროექტებზე ზედამხედველობას გააძლიერებს. თაღლითურ სქემებზე საუბრისას განცხადებაში აღნიშნულია, რომ გარდა კრიპტოვალუტისა Blockchain ინდუსტრიაშიც შეინიშნება არაკეთილსინდისიერი ინვესტორების მოქმედება.

ადგილობრივმა ჩინურმა საინფორმაციო გამოშვებებამ ბანკის უკანასკნელი გაფრთხილების შესახებ დამატებითი დეტალები გამოქვეყნა. გამოიცა დოკუმენტი, რომელსაც ასე ჰქვია: “რა შეუძლია და არ შეუძლია Blockchain ტექნოლოგიას?” დოკუმენტის ავტორი ცენტრალური ბანკის კვლევითი ჯგუფის ხელმძღვანელი შუ ჩონგია.

“არსებობს რამდენიმე Blockchain პროექტი, რომელსაც მართალც მოაქვს სარგებელი. თუმცა, ამასთანავე, მნიშვნელოვანია ტექნოლოგიის ეკონომიკური ფუნქციების ნაკლოვანებების გათვალისწინება. რაციონალურად და ობიექტურად უნდა შეაფასებს ის, თუ რა შეუძლია Blockchain ტექნოლოგიას და რა არა”,- განაცხადა ცენტრალური ბანკის კვლევითი ჯგუფის ხელმძღვანელმა.

შეგახსენებთ, რომ ოქტომბრის დასაწყისში ჩინეთის პროვინცია ჰაინანი ქვეყანაში პირველი ოფიციალურად ლიცენზირებული Blockchain ზონა გახდა. ჰაინანის პროვინციის Blockchain ზონა მოიცავს ტექნიკურ ბაზასა და პროგრამული უზრუნველყოფის პარკს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი