საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია კამბოჯაში Blockchain-ზე დაფუძნებულ სისტემას ქმნის

0
1723

საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაციამ Oxfam-მა კამბოჯაში ოფიციალურად დაიწყო Blockchain-ზე დაფუძნებული BlocRice-ის სისტემის შექმნა.

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

BlocRice-ი მიზნად ისახავს “ჭკვიანი კონტრაქტების” გამოყენებით ნიდერლანდებში ბრინჯის მწარმოებლებსა და მყიდველებს შორის გამჭვირვალობასა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

“პროექტის მიზანია Blockchain ტექნოლოგიის გამოყენებით ევროპაში ბრინჯის ექსპორტისა და საცალო ვაჭრობის გამჭვირვალობა”,- განმარტავს Oxfam-ი.

ინდივიდუალური ფერმერების მხრიდან გაზრდილი ტვირთის ხილვადობის შესაძლებლობა საშუალებას მისცემს მათ უფრო მაღალ ფასად მიაწოდონ პროდუქცია.

“BlocRice-ი ხელს უწყობს ციფრული კონტრაქტების გამოყენებას, რომელიც კამბოჯას სოციალურად და ეკონომიკურად გააძლიერებს”,-განაცხადა Oxfam-ის კამბოჯიას ცენტრის დირექტორმა სოლაი ლაიმ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ ცნობილი გახდა, რომ ჩინეთის ხელისუფლება Blockchain ტექნოლოგიის გამოყენებას ქველმოქმედებისთვის აპირებდა. ამ ინიციატივის შესახებ ქვეყნის სამოქალაქო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურად განაცხადა.

სამინისტროს 4 წლიანი გეგმის თანახმად, 2022 წლისთვის Blockchain ტექნოლოგია დაინერგება საქველმოქმედო შემოწირულობებში, რათა მენეჯმენტი და მთლიანად ფინანსური საქმიანობა გამჭვირვალე გახდეს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი