ბუნდესბანკის წარმომადგენელი: ბიტკოინი საერთაშორისო წესებით უნდა დარეგულირდეს

0
1864

გერმანიის ბუნდესბანკის (ცენტრალური ბანკის) მმართველობითი საბჭოს წევრი იოაკიმ ვუირმელინგი მიიჩნევს, რომ ბიტკოინი არა ერთი კონკრეტული სახელმწიფოს დონეზე, არამედ, საერთაშორისო წესებით უნდა დარეგულირდეს.

“ვირტუალური ვალუტების ეფექტიანი რეგულაცია შესაძლებელი იქნება მხოლოდ მაქსიმალური საერთაშორისო თანამშრომლობით, რადგან სახელმწიფოს შიდა მარეგულირებელი ძალა აშკარად შეზღუდულია”- განაცხადა იოაკიმ ვუირმელინგმა.

ფრანკფურტში გამართულ ღონისძიებაზე იოაკიმ ვუიმელინგმა, “როიტერთან” საუბრისას აღნიშნა, რომ კრიპტოვალუტას, რომელსაც სახელმწიფო საზღვარი არ გააჩნია რთულად რეგულირდება კონკრეტული რეგიონსა თუ ქვეყანაში. ბანკირი იქვე, შენიშნავს, რომ უშუალოდ კრიპტოვალუტებზე რეგულაციის ნაცვლად, გლობალური მასშტაბით ზედამხედველობა ციფრული ვალუტისთვის შედარებით ჰარმონიულ გარემოს შექმნის.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი