მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინდოეთის მთავრობამ შესაძლოა, ციფრული ვალუტა აკრძალოს კრიპტო საზოგადოებამ მთავრობის ამ წინადადებაზე გავლენის მოხდენა გადაწყვიტა.საზოგადოება გეგმავს პარლამენტის წევრებს გააგებინოს, თუ რამდენად საზიანო იქნება მათი გადაწყვეტილება.Blockchained India-ის მიერ მოხდა კრიპტო საზოგადოებისა და მთავრობის წევრების შეხვედრა. საბოლოოდ კი შემუშავდა რეკომენდაციები, რომლებიც მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს."მარეგულირებელი სისტემა...
Facebook–ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, მარკ ცუკერბერგმა განაცხადა, რომ კომპანია იმუშავებს მანამ, სანამ მარეგულირებლის ყველა კითხვას არ ექნება პასუხი გაცემული.ეს განცხადება მან ერთ-ერთ კონფერენციაზე გააკეთა.”ჩვენ დავიწყეთ პერიოდი, რომელსაც დიდი დრო სჭირდება. მარეგულირებელთან და სხვადასხვა ექსპერტთან, მომხმარებლებთან ვსაუბრობთ, ვისმენთ მათ შეკითხვებს. შემდეგ კი სიტუაციაში ვერკვევით და წინსვლის საუკეთესო...
ავსტრალიის მთავრობამ კრიპტოვალუტის მხარდამჭერი ახალი განცხადება გააკეთა.გასული კვირის ბოლოს გამოქვეყნდა მემორანდუმი, რომლის თანახმადაც, 10.000 AUD-ის ანუ 6.900 დოლარის ზემოთ ნაღდი ფულით გადახდა საქონლისა და მომსახურებისთვის აიკრძალება.თუმცა, რიგი შეზღუდვები შეეხება ციფრული ვალუტით გადახდის საკითხებსაც.შეზღუდვების მიზეზი, როგორც კანონმდებლები აცხადებენ, არის ის რომ ადგილობრივი ვალუტის გაუჩინარება ქვეყნის ეკონომიკაში...
ირანის მთავრობამ კრიპტოვალუტის მაინინგს ინდუსტრიული საქმიანობის სტატუსი მიანიჭა.ადგილობრივი მედიის ცნობით ირკვევა, რომ ეს გადაწყვეტილება კაბინეტმა პრეზიდენტის, ჰასან რუჰანის თავმჯდომარეობით მიიღო.ახლა, როდესაც მაინინგი უკვე ოფიციალურ საქმიანობად მიიჩნევა, მაინერები ვალდებულები იქნებიან ლიცენზია ირანის ვაჭრობისა და მრეწველობის სამინისტროსგან მიიღონ.ირანული მედია წერს, რომ ბევრი ექსპერტი ამ საკითხს განიხილავს, როგორც ირანში კრიპტოვალუტის ლეგალურად აღიარების...
Galaxy Digital–ის აღმასრულებელი დირექტორი, მაიკ ნოვოგრაცი აცხადებს, რომ ინსტიტუციონალური ინვესტორების ინტერესი ბიტკოინის ფასზე დადებითად აისახება.ის ფიქრობს, რომ 2019 წლის ბოლომდე ბიტკოინი 2017 წლის დეკემბრის ნიშნულს დაუბრუნდება. ეს კი ნიშნავს, რომ ბიტკოინის ფასი 20.000 დოლარი გახდება.ეს განცხადება მაიკ ნოვოგრაციმ Bloomberg–თან გააკეთა.კითხვაზე, თუ სად იქნება ბიტკოინის ფასი წლის ბოლოსთვის...
მომავალი წლის დასაწყისიდან, გერმანიაში ფულის გათეთრების საწინააღმდეგო ახალი რეგულაციები შევა ძალაში. ახალი მარეგულირებელი სისტემის თანახმად, კრიპტო კომპანიებს ლიცენზიას მხოლოდ საფინანსო ზედამხედველობის ორგანო მიანიჭებს.გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, რეგულაციები მოითხოვს კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული ბიზნესების ლიცენზირებას. ასეთი ტიპის ბიზნესში შედის კრიპტოვალუტის ბირჟები და ელექტრონული საფულეები.ორივე სახის ბიზნესს გერმანიის საფინანსო ზედამხედველობის ორგანომ უნდა...
Pantera Capital-ის დამფუძნებელმა, დენ მორჰედიმ განაცხადა, რომ 2019 წლის ბოლოსთვის სრულიად შესაძლებელია, რომ ბიტკოინის ფასმა 42.000 დოლარის ნიშნულს მიაღწიოს.აქედან გამომდინარე, დენ მორჰედი მიიჩნევს, რომ ბიტკოინს აქვს პოტენციალი რამდენიმე წლის განმავლობაში 356.000 დოლარის პოზიცია დაიკავოს.უფრო კონკრეტულად კი, Pantera Capital-ის დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ 2022 წლისთვის ბიტკოინის ფასი 300.000 დოლარის ფარგლებში...
ბუნდესბანკის პრეზიდენტმა და ევროპის ცენტრალური ბანკის მმართველი საბჭოს წევრმა განაცხადა, რომ გლობალური მარეგულირებელი Libra-ს პროექტს არ უნდა ჩამორჩეს.მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ბუნდესბანკის პრეზიდენტი მხარს უჭერს Libra-ს პროექტს. ეს ფაქტი მან G7-ის ბოლო შეხვედრაზეც აღნიშნა. ამასთანავე, ბუნდესბანკის პრეზიდენტი აცხადებს, რომ Libra შესაძლოა, მომხმარებლებისთვის ძალიან მიმზიდველი იყოს,...
ამერიკის შეერთებული შტატების სენატორებმა მაიკ კრეპომ და შეროდ ბრაუნმა კრიპტოვალუტის რეგულაციის შესახებ საკუთარი აზრი გამოთქვეს.სენატორებმა მედიასთან კომენტარები Facebook-ის მიერ გამოსაშვები კრიპტოვალუტის მოსმენის შემდეგ გააკეთეს.სენატორმა კრეპომ ხაზგასმით აღნიშნა მონაცემთა ბაზისადმი მარეგულირებელი სისტემის შექმნის მნიშვნელობა - არა მხოლოდ Libra-სთვის, არამედ ყველა ინტერნეტ კომპანიისთვის, რომელიც კრიპტო ინდუსტრიით არის დაინტერესებული."ჩვენ უნდა შევქმნათ მონაცემთა...
ირანის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრმა, საიდ ზარანდიმ განაცხადა, რომ ამერიკის კონგრესი მუშაობს იმისთვის, რომ შეაჩეროს ირანის მიერ კრიპტოვალუტისა და ბიტკოინის მაინინგის წინსვლა.ამის შესახებ ადგილობრივი მედია საშუალება Al-Fars-ი იტყობინება.საიდ ზარანდის მოსაზრებით, კონგრესს მიაჩნია, რომ ირანი კრიპტოვალუტას ფულის გათეთრების იარაღად გადააქცევს. აქედან გამომდინარე, ამერიკა ცდილობს სანქციები დაუწესოს ირანს.ირანში კრიპტოვალუტის მიმართ პოზიტიური...