მარკ ცუკერბერგი: ვდილობთ, უსაფრთხო და სტაბილური პროდუქტი შევქმნათ

0
2022

Facebook–ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, მარკ ცუკერბერგმა განაცხადა, რომ კომპანია იმუშავებს მანამ, სანამ მარეგულირებლის ყველა კითხვას არ ექნება პასუხი გაცემული.

ეს განცხადება მან ერთ-ერთ კონფერენციაზე გააკეთა.

”ჩვენ დავიწყეთ პერიოდი, რომელსაც დიდი დრო სჭირდება. მარეგულირებელთან და სხვადასხვა ექსპერტთან, მომხმარებლებთან ვსაუბრობთ, ვისმენთ მათ შეკითხვებს. შემდეგ კი სიტუაციაში ვერკვევით და წინსვლის საუკეთესო გზას ვირჩევთ”,- აღნიშნა Facebook–ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა.

მან ასევე განაცხადა, რომ – როდესაც Facebook-მა მუშაობა დაიწყო Libra-ს ასოციაციის 27 წევრთან ერთად მათ რთული კითხვების მოლოდინი ჰქონდათ. გამომდინარე იქიდან, რომ ეს პროექტი მთლიანად საფინანსო სისტემასთან არის დაკავშირებული.

თუმცა მარკ ცუკერბერგმა იქვე განმარტა, რომ ეს კითხვები მათ ეხმარებათ. ისინი ამ დასმული კითხვების საშუალებით მუშაობენ.

Facebook–ის დამფუძნებელმა ასევე აღნიშნა, რომ კომპანია ცდილობს შექმნას უსაფრთხო და სტაბილური პროდუქტი.

მარკ ცუკერბერგის სიტყვებით კი ყოველთვის ეს იყო სტრატეგია და ასევე აპირებენ მუშაობის გაგრძელებას.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი