აშშ-ს სენატორები კრიპტოვალუტის რეგულაციაზე მსჯელობენ

0
1789

ამერიკის შეერთებული შტატების სენატორებმა მაიკ კრეპომ და შეროდ ბრაუნმა კრიპტოვალუტის რეგულაციის შესახებ საკუთარი აზრი გამოთქვეს.

სენატორებმა მედიასთან კომენტარები Facebook-ის მიერ გამოსაშვები კრიპტოვალუტის მოსმენის შემდეგ გააკეთეს.

სენატორმა კრეპომ ხაზგასმით აღნიშნა მონაცემთა ბაზისადმი მარეგულირებელი სისტემის შექმნის მნიშვნელობა – არა მხოლოდ Libra-სთვის, არამედ ყველა ინტერნეტ კომპანიისთვის, რომელიც კრიპტო ინდუსტრიით არის დაინტერესებული.

“ჩვენ უნდა შევქმნათ მონაცემთა დაცვის სისტემა, უნდა გადავიდეთ ყოვლისმომცველ მიდგომაზე. თუმცა ამ ეტაპზე ვერ გეტყვით ზუსტად როგორი იქნება სტრუქტურა”,- განაცხადა მაიკ კრეპომ.

სენატორი შეროდ ბრაუნი კოლეგას დაეთანხმა და განაცხადა, რომ რთული იქნება რაღაც ყოვლისმომცველის შექმნა, მაგრამ იმედი აქვს, რომ სენატი ამას შეძლებს.

სენატორმა ბრაუნმა ასევე ისაუბრა იმაზე, თუ როგორ აღარ ენდობა საზოგადოება დიდ ფინანსურ კომპანიებს.

“აშკარაა, რომ ამერიკელები Wall Street-ს აღარ ენდობიან. ახლა უმსხვილესი ბანკები და ტექ.-კომპანიები იმავე მდგომარეობაში არიან”,- აღნიშნა სენატორმა შეროდ ბრაუნმა.

აღსანიშნავია, რომ ბრაუნი ასევე განიხილავს კანონპროექტს, რომელიც დიდ კომპანიებს ციფრული აქტივებით მომსახურებას აუკრძალავს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი