ირანმა მაინინგს ინდუსტრიული საქმიანობის სტატუსი ოფიციალურად მიანიჭა

0
1567

ირანის მთავრობამ კრიპტოვალუტის მაინინგს ინდუსტრიული საქმიანობის სტატუსი მიანიჭა.

ადგილობრივი მედიის ცნობით ირკვევა, რომ ეს გადაწყვეტილება კაბინეტმა პრეზიდენტის, ჰასან რუჰანის თავმჯდომარეობით მიიღო.

ახლა, როდესაც მაინინგი უკვე ოფიციალურ საქმიანობად მიიჩნევა, მაინერები ვალდებულები იქნებიან ლიცენზია ირანის ვაჭრობისა და მრეწველობის სამინისტროსგან მიიღონ.

ირანული მედია წერს, რომ ბევრი ექსპერტი ამ საკითხს განიხილავს, როგორც ირანში კრიპტოვალუტის ლეგალურად აღიარების პირველ ნაბიჯს. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ასეთი მიდგომით ირანი შესძლებს აშშ-ს სანქციების დაძლევას.

თუმცა მიუხედავად ამ მოსაზრებებისა, ოფიციალურ განცხადებაში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ქვეყნის შიგნით კრიპტოვალუტით განხორციელებულ ტრანზაქციასთან დაკავშირებულ რისკებზე საბანკო სექტორი და სამთავრობო სტუქტურები პასუხს არ აგებენ.

შეგახსენებთ, რომ მედიაში ბოლო დროს გავრცელებული განცხადების თანახმად, ირანის საბაჟო ადმინისტრაცია მაინინგის ტექნიკის იმპორტის წინააღმდეგი არ იყო.

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ირანის მთავრობას ამ საკითხის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი