ავსტრალიაში 6.900 დოლარზე მეტი ღირებულების მომსახურეობა თუ სასაქონლო შესყიდვა კრიპტოვალუტით მოხდება

0
1585

ავსტრალიის მთავრობამ კრიპტოვალუტის მხარდამჭერი ახალი განცხადება გააკეთა.

გასული კვირის ბოლოს გამოქვეყნდა მემორანდუმი, რომლის თანახმადაც, 10.000 AUD-ის ანუ 6.900 დოლარის ზემოთ ნაღდი ფულით გადახდა საქონლისა და მომსახურებისთვის აიკრძალება.

თუმცა, რიგი შეზღუდვები შეეხება ციფრული ვალუტით გადახდის საკითხებსაც.

შეზღუდვების მიზეზი, როგორც კანონმდებლები აცხადებენ, არის ის რომ ადგილობრივი ვალუტის გაუჩინარება ქვეყნის ეკონომიკაში თავიდან უნდა იქნეს აცილებული.

“ციფრული ვალუტა ავსტრალიის ეკონომიკაში არის ახალი და განვითარების ეტაპზე მყოფი. ფიზიკური ვალუტისგან განსხვავებით, მას არ გააჩნია მყარი მარეგულირებელი სისტემა ან ინდუსტრიული სტრუქტურა. ეს კი საქმეს ცოტა ართულებს. თუმცა ნაღდი ანგარიშსწორების ლიმიტის დაწესება არც ავნებს ეკონომიკას და კრიპტოვალუტასაც განვითარების შესაძლებლობას მისცემს”,- აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ 2018 წლის აგვისტოში ცნობილი გახდა, რომ ავსტრალიაში კომუნალური გადასახადების გადახდა კრიპტოვალუტით იქნებოდა შესაძლებელი.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ავსტრალიაში მოქმედი ნებისმიერი პროვაიდერიდან მომხმარებელს შეუძლია გადაიხადოს კომუნალური, სატელეკომუნიკაციო, სადაზღვევო გადასახადი და სხვა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი