ინდოეთის კრიპტო საზოგადოება მთავრობის გადაწყვეტილებაზე გავლენის მოხდენას ცდილობს

0
1476

მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინდოეთის მთავრობამ შესაძლოა, ციფრული ვალუტა აკრძალოს კრიპტო საზოგადოებამ მთავრობის ამ წინადადებაზე გავლენის მოხდენა გადაწყვიტა.

საზოგადოება გეგმავს პარლამენტის წევრებს გააგებინოს, თუ რამდენად საზიანო იქნება მათი გადაწყვეტილება.

Blockchained India-ის მიერ მოხდა კრიპტო საზოგადოებისა და მთავრობის წევრების შეხვედრა. საბოლოოდ კი შემუშავდა რეკომენდაციები, რომლებიც მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს.

“მარეგულირებელი სისტემა საჭიროა, რადგან ინოვაციას განვითარებაში დაეხმარება”,- განაცხადა Blockchained India-ს თანადამფუძნებელმა ეკშეი აგარვოლმა.

მთავრობის მიმართ გაწერილ რეკომენდაციაში ასევე წერია, რომ კრიპტოვალუტის სტატუსი მკვეთრად უნდა იყოს განსაზღვრული. “ციფრული ვალუტის” განსაზღვრება აუცილებლად უნდა განსხვავდებოდეს “ვირტუალური ვალუტის” ტერმინისგან.

კრიპტო საზოგადოება მიიჩნევს, რომ ციფრული ვალუტა მოიცავს მომსახურების უფრო დიდ ასორტიმენტს.

კიდევ ერთი რეკომენდაციაა, რომ მთავრობამ გაატაროს მომხმარებელთა დაცვის მიზნით სხვადასხვა ღონისძიება. ასეთი ტიპის აქტივობაში შედის ფულის გათეთრების საწინააღმდეგო კამპანია და ტერორიზმის დაფინასების წინააღმდეგ ბრძოლა.

რაც შეეხება რეგულაციას: რეკომენდაციის წერილში შეთავაზება არის თვითრეგულაციის საკითხზეც. ეს იქნება საუკეთესო შეთავაზება, რომლის დაცვის ვალდებულებაც ყველა ბირჟას ექნება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი