მომავალი წლიდან გერმანიას ახალი მარეგულირებელი სისტემა ექნება

0
1905

მომავალი წლის დასაწყისიდან, გერმანიაში ფულის გათეთრების საწინააღმდეგო ახალი რეგულაციები შევა ძალაში. ახალი მარეგულირებელი სისტემის თანახმად, კრიპტო კომპანიებს ლიცენზიას მხოლოდ საფინანსო ზედამხედველობის ორგანო მიანიჭებს.

გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, რეგულაციები მოითხოვს კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული ბიზნესების ლიცენზირებას. ასეთი ტიპის ბიზნესში შედის კრიპტოვალუტის ბირჟები და ელექტრონული საფულეები.

ორივე სახის ბიზნესს გერმანიის საფინანსო ზედამხედველობის ორგანომ უნდა მიანიჭოს ლიცენზია. აღსანიშნავია, რომ 2020 წლის პირველი იანვრიდან გერმანიაში კრიპტოვალუტას ფინანსური ინსტრუმენტის სტატუსი ექნება.

ადგილობრივი მედიის ცნობით, კი გერმანიის პარლამენტის წევრი, ფრენკ შეფლერი აღნიშნულ რეგულაციებს არ ეთანხმება. მისი განცხადებით, ასეთი სახის რეგულაციით მთავრობა კრიპტო კომპანიებს სხვა ქვეყნებში გადასვლას აიძულებს.

მეორე მხრივ, იურისტი ქრისტიან შმისი მიესალმება ისეთი სახის რეგულაციას, რომელიც მეტ სიცხადეს შესძენს კრიპტო ინდუსტრიას და ციფრული ვალუტის ბიზნესს განვითარების საშუალებას მისცემს.

მისი თქმით, კრიპტოვალუტით ინსტიტუციონალური ინვესტორები ჯერ კიდევ არ ინტერესდებიან, რადგან საიმედო სამართლებრივი სისტემა არ არსებობს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი