დენ მორჰედი: ბიტკოინის ფასი 42.000 დოლარამდე გაიზრდება

0
1837

Pantera Capital-ის დამფუძნებელმა, დენ მორჰედიმ განაცხადა, რომ 2019 წლის ბოლოსთვის სრულიად შესაძლებელია, რომ ბიტკოინის ფასმა 42.000 დოლარის ნიშნულს მიაღწიოს.

აქედან გამომდინარე, დენ მორჰედი მიიჩნევს, რომ ბიტკოინს აქვს პოტენციალი რამდენიმე წლის განმავლობაში 356.000 დოლარის პოზიცია დაიკავოს.

უფრო კონკრეტულად კი, Pantera Capital-ის დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ 2022 წლისთვის ბიტკოინის ფასი 300.000 დოლარის ფარგლებში იმოძრავებს.

“ბიტკოინის წლიური ზრდის ტემპი 235%-ით მოიმატებს. ამიტომ 2019 წლის მიწურულს ბიტკოინის კურსი 42.000 დოლარი იქნება”,- აღნიშნა დენ მორჰედიმ.

შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ 2018 წლის ოქტომბერში Pantera Capital-ის წარმომადგენელმა Bloomberg-თან საუბრის დროს აღნიშნა, რომ 2020 წლიდან ციფრული ვალუტის ბაზარი 10-ჯერ გაიზრდებოდა.

ჯოი ქრაგმა ინტერვიუში განაცხადა, რომ ბიტკოინის კურსი აუცილებლად გაუმჯობესდებოდა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ქრაგის ეს განცხადება მოჰყვა მოვლენებს, როდესაც ციფრული ვალუტის ბაზარი შემცირებას განიცდიდა და ინსტიტუციონალური ინვესტორები ვაჭრობისგან თავს იკავებდნენ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი