ამერიკული მედიის ცნობით, კანონმდებლები განიხილავენ ისეთი სახის კანონპროექტს, რომლის მიზანია Facebook–ის მიერ გამოსაშვები კრიპტოვალუტის ფასიანი ქაღალდების და ბირჟის კომისიის იურისდიქციის ქვეშ მოქცევა.კანონპროექტის ავტორები არიან ტეხასის შტატის ორი წარმომადგენელი, სილვია გარსია და ლენსი გოდენი.ამ ეტაპზე, როგორც ცნობილია, Facebook-ს ჯერ კიდევ არ დაუწყია რეგულაციასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება.სილვია გარსია...
ამერიკის შეერთებული შტატების ფასიანი ქაღალდების და ბირჟის კომისიის თავმჯდომარემ, ჯეი კლეიტონმა განაცხადა, რომ ბიტკოინს რეგულაცია სჭირდება.CNBC–ის ცნობით, Delivering Alpha–ს კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს მან მოუწოდა ინვესტორებს სიფრთხილე გამოეჩინათ ბიტკოინით ვაჭრობის დროს."ჩვენი მიზანი არის მარეგულირებელი სისტემის შემუშავება. ეს გვჭირდება, რათა უსაფრთხოების საკითხებში მაქსიმალურად დარწმუნებულები ვიყოთ", -განაცხადა აშშ-ს ფასიანი ქაღალდებისა და...
ოჰაიოს შტატის კონგრესმენი უორენ დევიდსონი კანონპროექტის შემუშავებას გეგმავს, რომელიც პირველად მონეტარულ შეთავაზებას (ICO-ს) შეეხება.რესპუბლიკელი კონგრსმენის აზრით, საჭიროა ICO-ს განხილვა, როგორც პროდუქტის და არა, როგორც ფასიანი ქაღალდის. თუკი ეს კანონპროექტი დამტკიცდება მაშინ აშშ-ს ფასიანი ქაღალდების კომისია ვალდებული აღარ იქნება ICO-ს ზედამხედველობა გაუწიოს.გამოქვეყნებულ განცხადებაში ასევე ხაზგასმულია დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის...
ახალი ეკონომიკის იაპონურმა ასოციაციამ ქვეყნის ფინანსური მომსახურების სააგენტოს მოუწოდა, რომ შეამციროს კრიპტოვალუტის მიმდინარე საგადასახადო განაკვეთი.ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.იაპონიის ელექტრონული ვაჭრობის მსხვილი კომპანის Rakuten-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჰიროში მიკიტანიმ განაცხადა, რომ ასოციაცია თხოვნით მიმართავს ქვეყნის ფინანსურ მარეგულირებელ სააგენტოს ციფრული ვალუტის საგადასახადო განაკვეთებთან დაკავშირებით.მედიაში გავრცელებული...
გიბრალტარი ამუშავებს ახალ ციფრულ ვალუტას ბაზრის ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ საბრძოლველად.გიბრალტარმა ახალი მარეგულირებელი პაკეტი შექმნა DLT სერვისის პროვაიდერებისთვის. დოკუმენტი ასახავს კრიპტო ბიზნესის პასუხისმგებლობას ბაზრის მანიპულირებისა და ინსაიდერული ვაჭრობის საფრთხეებთან დაკავშირებით.27 აპრილს გიბრალტარის მთავრობამ გამოაქვეყნა ქვეყნის ფინანსური მომსახურების რეგულირების მე-10 მარეგულირებელი პრინციპი. დეტალები გამოვლენილია სახელმძღვანელო შენიშვნაში, რომელიც მოწოდებულია გიბრალტარის ფინანსური მომსახურების...
ჰარვარდის ბიზნესის სკოლის კურსდამთავრებულთა ყოველწლიურ ვახშამზე მალაიზიის ცენტრალური ბანკის, Bank Negara-ს მმართველმა მუჰამედ იბრაჰიმმა განაცხადა: "არსებითად, ჩვენ ხელს ვუწყობთ ბიტკოინს, ეთერუმსა და რიპლის არსებობას უფრო მეტი გამჭვირვალობისათვის. ამასთანავე, კრიპტოვალუტის ესა თუ ის, საშუალება უფრო გამჭვირვალე უნდა იყოს, რადგან ამ დროს ადამიანები უფრო მარტივად გადაწყვეტენ, სურთ თუ არა კრიპტოვალუტაში ინვესტიცია"....
გლობალური კრიპტოვალუტის საზოგადოების მთავარმა მოთამაშეებმა ევროკომისიას მიმართა.სანდო Blockchain პროგრამების საერთაშორისო ასოციაციამ INATBA-მ გამოაქვეყნა თავდაპირველი პასუხი ევროკომისიის მიერ შემოთავაზებულ კრიპტო აქტივების ბაზრების რეგულაციებზე. ასოციაციაში წარმოდგენილია ისეთი კრიპტო კომპანიები, როგორიცაა რიპლი, ConsenSys-ი და Iota.INATBA–ს წევრებმა ევროკომისიის განცხადებაზე ინდუსტრიის შეშფოთება გამოხატეს.მიუხედავად იმისა, რომ INATBA ზოგადად დადებით ნაბიჯად მიიჩნევს რეგულაციის სისტემის არსებობას,...
აშშ-ს ხაზინამ დამატებითი კომენტარები სტაბილკოინების ახალ კანონზე გააკეთა.ხაზინის მდივნის მოადგილემ საშინაო ფინანსების საკითხებში, ნელი ლიანგმა სტაბილკოინის რეგულაციების შესახებ აქტიური საუბარი დაიწყო.ფინანსური სტაბილურობის ზედამხედველობის საბჭოს 2021 წლის ნოემბრის ანგარიშის თანახმად, სტაბილკოინების შესახებ, აშშ-ს ხაზინის ფინანსური ზედამხედველობის უმაღლესმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ თუ კონგრესი არ მიიღებს კანონს, მარეგულირებლები შეეცდებიან გამოიყენონ...
ირლანდიელი ევროპარლამენტარი მკაცრი კრიპტო რეგულაციების მომხრეა.კრის მაკმანუსი, ევროპარლამენტის წევრია, რომელმაც, ცოტა ხნის წინ, დააფიქსირა თავისი აზრი ციფრული ვალუტის რეგულაციასთან დაკავშირებით.მან მოითხოვა კრიპტოვალუტისთვის მკაცრი რეგულაციების დაწესება.გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კრის მაკმანუსმა ევროპარლამენტში შეიტანა 45 შესწორება, რომელიც მიზნად ისახავს კრიპტო კანონების გამკაცრებას რეგიონში. განცხადებაში მან დეტალურად აღწერა ოპტიმალური და აუცილებელი...
”არცერთმა გლობალურმა სტაბილკოინის პროექტმა არ უნდა დაიწყოს ფუნქციონირება მანამ, სანამ იგი სათანადო რეაგირებას არ მოახდენს შესაბამის სამართლებრივ, მარეგულირებელ და ზედამხედველობის მოთხოვნებზე”,-აღნიშნულია G7-ის წევრი ქვეყნების საერთო განცხადებაში.ქვეყნებმა, რომლებიც წარმოადგენენ მსოფლიოს უდიდეს ეკონომიკას, განცხადების პროექტში თქვეს, რომ ისინი თავიდანვე ეწინააღმდეგებოდნენ Facebook-ის ციფრული ვალუტის პროექტის დაწყებას.Reuters–ის ინფორმაციის თანახმად, ცენტრალურმა ბანკირებმა და ფინანსთა...