აშშ-ს მარეგულირებელი: ბიტკოინს რეგულაცია სჭირდება

0
1437

ამერიკის შეერთებული შტატების ფასიანი ქაღალდების და ბირჟის კომისიის თავმჯდომარემ, ჯეი კლეიტონმა განაცხადა, რომ ბიტკოინს რეგულაცია სჭირდება.

CNBC–ის ცნობით, Delivering Alpha–ს კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს მან მოუწოდა ინვესტორებს სიფრთხილე გამოეჩინათ ბიტკოინით ვაჭრობის დროს.

“ჩვენი მიზანი არის მარეგულირებელი სისტემის შემუშავება. ეს გვჭირდება, რათა უსაფრთხოების საკითხებში მაქსიმალურად დარწმუნებულები ვიყოთ”, -განაცხადა აშშ-ს ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიის თავმჯდომარემ, ჯეი კლეიტონმა.

აშშ-ს მარეგულირებლის ბოლო განცხადების თანახმად, სააგენტო მომხმარებლებს გადასახადების გადახდას ურჩევდა.

მარეგულირებელი სარეკომენდაციო წერილებს ”საგანმანათლებლოს” უწოდებდა. სააგენტოს მხრიდან ეს უბრალოდ მოწოდება იყო იმის შესახებ, რომ ამერიკის მოქალაქეებმა გადასახადები ყოველგვარი შეფერხების გარეშე უნდა გადაეხადათ.

”გადასახადის გადამხდელებმა სერიოზულად უნდა მიიღონ ეს წერილები. ამასთანავე, კარგი იქნება თუ გადახედავენ თავიანთ საგადასახადო ისტორიას და, საჭიროებისამებრ, გადაიხდიან გადასახადებს და ჯარიმებს.

მომხმარებლებმა უნდა იცოდეს, რომ მარეგულირებლის უფლებამოსილება გაფართოვდა. ეს კი ნიშნავს, რომ გაიზარდა მონაცემებზე წვდომაც. ჩვენ ფოკუსირებული ვართ კანონის აღსრულებაზე და გადასახადის გადამხდელებს ვეხმარებით თავიანთი ვალდებულებების სრულად გაგებასა და შესრულებაში”,- განაცხადა მარეგულირებელი ორგანოს წარმომადგენელმა ჩაკ რეტიგმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი