რეგულაცია

რეგულაცია

რუსეთის მთავრობის მიერ მომზადებულ კანონპროექტში, "ციფრული ფინანსური აქტივების შესახებ" აღნიშნულია, რომ კრიპტოვალუტით ვაჭრობის დროს 600.000 რუბლზე მეტის გამოყენება, რაც დაახლოებით, 9.600 დოლარს შეადგენს, გარკვეულ რეგულაციას დაექვემდებარება.ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია საშუალება Forklog-ი ავრცელებს.Forklog-ი აღნიშნავს, რომ რეგულაციის შემოღება ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების თავიდან აცილების მიზნით კეთდება.2018 წლის...
ნიუ-ჰემფშირის ყოფილი გუბერნატორი ჯუდ გრეგი აცხადებს, რომ ბიტკოინი შეცვლის მსოფლიოს ხედვას ვალუტაზე.გრეგი აღნიშნავს: "ტრადიციული თვალსაზრისით თუ შევხედავთ საკითხს, ბიტკოინს მართლაც შეუძლია მსოფლიოს კომერციული ოპერაციების შეცვლა. ადამიანებს უნდა სწამდეთ, რომ კრიპტოვალუტას ექნება ნამდვილი ფასეულობა, რომელიც მსოფლიოს "ახალ ერაში" შეიყავნს".გარდა კრიპტოვალუტის შეფასებისა, ჯუდ გრეგი მსოფლიო ეკონომიკაში დოლარის მნიშვნელობაზეც...
საქართველოს ეროვნულ ბანკს კრიპტოვალუტების რეგულირების შესწავლის ფარგლებში, გერმანიის ფინანსური სექტორის ზედამხედველობის წარმომადგენელი ჯენს მუენზერი ეწვია.ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.შეხვედრის მიზანი კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული მარეგულირებელი ღონისძიებების შედეგად მიღებული გამოცდილების გაზიარება იყო. შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების, კერძო სექტორის, კომერციული ბანკების, საბროკერო, აუდიტორული და იურიდიული კომპანიების წარმომადგენლები....
სინგაპურში დაფუძნებულმა კრიპტოვალუტის ბირჟამ, Zebpay-მ მომსახურეობის გაფართოება გადაწყვიტა. Zebpay-მ ავსტრალიაში ფილიალი გახსნა.   ავსტრალიის მოქალაქეებს უკვე შეუძლიათ ხუთი ციფრული ვალუტით ვაჭრობა. ესენია: ბიტკოინი, ეთერიუმი, რიპლი, ლაიტკოინი და ბიტკოინ Cash-ი.ამასთან ერთად უნდა აღინიშნოს, რომ ბირჟა ავსტრალიის ციფრული კომერციის ასოციაციის წევრი გახდა. ასოციაციის წევრები არიან ასევე ავსტრალიის ტრანზაქციის ანგარიშებისა და ანალიზის ცენტრი,...
21-23 სექტემბერს ქალაქ თბილისში Blockchain ინდუსტრიის წლის ყველაზე მასშტაბური ღონისძიება გაიმართება, რომელსაც სამი დღის განმავლობაში სასტუმრო „ჰოთელს & amp; პრეფერენს ჰუალინგ თბილისი“ უმასპინძლებს. კონფერენცია ჩატარდება Bitmain-ი და მისი პარტნიორი კონპანიის BitKan-ის მხარდაჭერით. ცერემონიას თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გახსნის Bitmain-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ჯიჰან ვუ.კომპანია Bitmain Technologies არის...
შვეიცარიის ქალაქ დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი მიმდინარეობს. აშშ-ს ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ განაცხადა, რომ კრიპტოვალუტა და Blockchan-ი არის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (WEF) ერთ-ერთი მთავარი თემა.Cointelegraph- თან საუბრისას ჯონ კერიმ აღნიშნა: "ხალხი ინვესტირებას დებს მასში (ბიტკოინში), ეს არის სერიოზული თანხები და მას აქვს ღირებულება, ასე რომ, ამ...
საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელმა ქრისტინე ლეგარდემ კრიპტოვალუტის მხარდამჭერი ბლოგპოსტი გამოაქვეყნა.ერთი თვის წინ ლეგარდე კრიპტოვალუტის მიმართ ნეგატიურად იყო განწყობილი. საზოგადოებას კრიპტოვალუტის შესახებ აფრთხილებდა და მის "ბნელ მხარეებზე" აპელირებდა.გამოქვეყნებულ ბლოგპოსტში კი ჩანს, რომ ქრისტინე ლეგარდემ აზრი გარკვეულწილად შეიცვალა."ჩვენმა საღმა აზრმა კრიპტოვალუტის შესახებ არ უნდა მიგვიყვანოს არც კრიპტოვალუტის დაგმობისკენ...
საუდის არაბეთის სამეფოს სამთავრობო კომიტეტმა საზოგადოება გააფრთხილა, რომ ქვეყანაში კრიპტოვალუტით ვაჭრობა არალეგალურ საქმიანობად მიიჩნევა. შესაბამისად, უმჯობესი იქნება თუ ქვეყნის მოქალაქეები კრიპტოვალუტით ვაჭრობას თავს აარიდებენ.ამის შესახებ საუდის არაბეთის ფინანსური მარეგულირებლის ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული. აღნიშნული წინადადება გაჟღერდა მას შემდეგ, რაც საზღვარგარეთის ბაზარზე არაავტორიზებული ბირჟები მომრავლდა.განცხადების თანახმად, საუდის არაბეთის...
სამხრეთ კორეის სტრატეგიისა და ფინანსთა მინისტრი კიმ დონგ-იეონი ჩინეთის სახალხო ბანკის მმართველს ზოუ ქსიჩუანს შეხვდა. შეხვედრაზე გარდა, ქვეყნების ეკონომიკური საკითხებისა, ასევე, განხილვის თემა კრიპტოვალუტა იყო.ჩინეთმა აკრძალა ციფრული ვალუტით ვაჭრობა. რაც შეეხება სამხრეთ კორეას, ქვეყანამ დეკემბრიდან რეგულაციები დააწესა. კორეის მთავრობამ სხვადასხვა მოსაზრება შეაჯერა. განიხილებოდა, როგორც იუსტიციის სამინისტროსგან შემოთავაზებული...
Deutsche Bank-ის მთავარი საინვესტიციო ოფისის ხელმძღვანელი მარკუს მიულერს წინადადება შემოაქვს, რომლის თანახმადაც, ხელისუფლება კრიპტოინვესტიციებს ხუთიდან ათ წელიწადში ლეგიტიმურს გახდის."მას შემდეგ, რაც უსაფრთხოება და შესაბამისი ნდობა შეიქმნება, კრიპტოვალუტა შეიძლება შეფასდეს, როგორც საყოველთაოდ აღიარებული აქტივი"-აღნიშნა მარკუს მიულერმა.ბიტკოინის ფასის ზრდას, ტრადიციულად მოყვება ხოლმე Deutsche Bank-ის ნეგატიური ხედვა. ბანკის ანალიტიკოსი მასაო მურაკი...