მალაიზიის ცენტრალური ბანკის მმართველი: კრიპტოვალუტა უნდა იყოს უფრო მეტად გამჭვირვალე

0
2471

ჰარვარდის ბიზნესის სკოლის კურსდამთავრებულთა ყოველწლიურ ვახშამზე მალაიზიის ცენტრალური ბანკის, Bank Negara-ს მმართველმა მუჰამედ იბრაჰიმმა განაცხადა: “არსებითად, ჩვენ ხელს ვუწყობთ ბიტკოინს, ეთერუმსა და რიპლის არსებობას უფრო მეტი გამჭვირვალობისათვის. ამასთანავე, კრიპტოვალუტის ესა თუ ის, საშუალება უფრო გამჭვირვალე უნდა იყოს, რადგან ამ დროს ადამიანები უფრო მარტივად გადაწყვეტენ, სურთ თუ არა კრიპტოვალუტაში ინვესტიცია”.

ბოლო წლების განმავლობაში მალაიზიას ეკონომიკის განვითარების კუთხით, მნიშვნელოვანი წინსვლა ჰქონდა. ექსპერტების არცთუ მცირე ნაწილი, ფიქრობს, რომ მალაიზიის ეკონომიკა უფრო სწრაფად ვითარდება, ვიდრე სამხრეთ კორეის, ავსტრალიის ან თუნდაც, საფრანგეთის.

მუჰამედ იბრაჰიმის კომენტარებზე ფინანსთა მინისტრი ელ ჯოჰარი აბდულ ღანი აცხადებს, რომ ქვეყანამ კრიპტოვალუტა მთლიანად იმიტომ არ აკრძალა, რომ მთავრობის ეს ქმედება საფინანსო სექტორში ინოვაციების თავიდან აცილების კონტექსტში არ განხილულიყო.

ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც მთავრობა კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებას ეხმაურება.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ცენტრალურმა ბანკმა რეგულაციები დაუწესა კრიპტოვალუტის მომხმარებელ როგორც რიგით მოქალაქეებს ისე, საფინანსო კომპანიებს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი