ევროპარლამენტარი კრის მაკმანუსი კრიპტოვალუტის მკაცრი რეგულირების მომხრეა

0
962

ირლანდიელი ევროპარლამენტარი მკაცრი კრიპტო რეგულაციების მომხრეა.

კრის მაკმანუსი, ევროპარლამენტის წევრია, რომელმაც, ცოტა ხნის წინ, დააფიქსირა თავისი აზრი ციფრული ვალუტის რეგულაციასთან დაკავშირებით.

მან მოითხოვა კრიპტოვალუტისთვის მკაცრი რეგულაციების დაწესება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კრის მაკმანუსმა ევროპარლამენტში შეიტანა 45 შესწორება, რომელიც მიზნად ისახავს კრიპტო კანონების გამკაცრებას რეგიონში. განცხადებაში მან დეტალურად აღწერა ოპტიმალური და აუცილებელი ცვლილებები.

”ჩემი წინადადებების თანახმად, ყველა ახალ და არსებულ კრიპტოვალუტას დასჭირდება ავტორიზაცია კომპეტენტური ორგანოსგან, როგორიცაა მაგალითად, ცენტრალური ბანკი. ამჟამად ბირჟების დამფუძნებლებმა უბრალოდ უნდა შეავსონ განაცხადი, რომელიც ასახავს კრიპტოვალუტის დანიშნულებას და ტექნოლოგიას. ეს კი ხდება ყოველგვარი კონტროლის გარეშე. ჩემი ცვლილებების თანახმად, ეს “თეთრი ფურცლები” უფრო მეტი დეტალის წარმოჩენას და გამჭვირვალობას მოითხოვს”,- აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

კრის მაკმანუსი ასევე აპირებს შენიშნვნები მაინინგის პროცესთან დაკავშირებითაც გააჟღეროს. მისი აზრით, სანამ ავტორიზაციას მიიღებს რომელიმე კომპანია, მანამდე კარგად უნდა იქნეს შესწავლილი ამ მოქმედების გარემოზე ზიანის წილი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი