უკრაინა კრიპტოვალუტის სფეროს კლასიფიკაციას დაიწყებს

0
2095

უკრაინის ეკონომიკური განვითარებისა და ვაჭრობის სამინისტრომ დაიწყო სახელმწიფო პოლიტიკის გადახედვა კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით. საქმე ეხება ციფრულ ვალუტასთან დაკავშირებული საქმიანობის კლასიფიკაციასა და ლეგალიზაციას.

სამინისტრომ ოფიციალური პრეს-რელიზი გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ მთავრობის მიზანია “ციფრული აქტივების” სფეროში საქმიანობისთვის პირობების შექმნა და კრიპტოვალუტისთვის სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფციის განსაზღვრა.

პრეს-რელიზში აღნიშნულია, რომ მთავრობა გარდა კრიპტოვალუტის კუთხით, იმუშავებს პირველადი მონეტარული შეთავაზებისა (ICO) და “ჭკვიანი კონტრაქტების” მიმართულებითაც. ეკონომიკური განვითარებისა და ვაჭრობის სამინისტროს განცხადებით, მთავრობის მიერ კონცეფცია ორ ეტაპად უნდა შემუშავდეს და საბოლოოდ პროექტი 2021 წლისთვის უნდა დასრულდეს.

შეგახსენებთ, რომ ოქტომბრის დასაწყისში უკრაინის ფინანსთა სამინისტრომ კრიპტოვალუტის შესახებ სამუშაო ჯგუფი შექმნა. ჯგუფმა 16 ოქტომბრიდან დაიწყო მუშაობა, რომლის მიზანიც არსებული საკანონმდებლო ბაზის ფარგლებში საგადასახადო რეგულირების ვარიანტების შექმნა არის.

მანამდე კი, მედიაში გავრცელდა ცნობა, რომლის მიხედვითაც, უკრაინის ეროვნული ბანკი Blockchain ტექნოლოგიაზე დაფუძნებული სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ციფრული ვალუტის შექმნას განიხილავდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი