კონგრესმენი უორენ დევიდსონი ICO-ს შესახებ კანონპროექტს ამზადებს

0
2337

ოჰაიოს შტატის კონგრესმენი უორენ დევიდსონი კანონპროექტის შემუშავებას გეგმავს, რომელიც პირველად მონეტარულ შეთავაზებას (ICO-ს) შეეხება.

რესპუბლიკელი კონგრსმენის აზრით, საჭიროა ICO-ს განხილვა, როგორც პროდუქტის და არა, როგორც ფასიანი ქაღალდის. თუკი ეს კანონპროექტი დამტკიცდება მაშინ აშშ-ს ფასიანი ქაღალდების კომისია ვალდებული აღარ იქნება ICO-ს ზედამხედველობა გაუწიოს.

გამოქვეყნებულ განცხადებაში ასევე ხაზგასმულია დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის თანამდებობის პირების, კერძოდ, კრეიგ ფილიფსის და აშშ-ს ფინანსთა მინისტრის უფროსი მრჩეველის სტივენ ემენჩაინის პოზიცია. მათ განაცხადეს, რომ ადმინისტრაცია ხელს შეუწყობს აშშ-ს მიერ გამოცემულ კრიპტოვალუტასთან დაკავშირებულ პოლიტიკურ საკითხების განხილვებს.

რამდენიმე თვის წინ უორენ დევიდსონი აცხადებდა, რომ პირველადი მონეტარული შეთავაზების (ICO-ს) ბაზარს მცირე “სინათლის სხივი” სჭირდებოდა. ის გულისხმობდა, რომ ბაზარი უნდა დარეგულირებულიყო.

დევიდსონი მხარს უჭერდა რეგულაციას, რომელიც მომხმარებლის შემოწმებას ითვალისწინებდა და ასევე აუცილებელ კომპონენტად მიაჩნდა ფულის გათეთრების საწინააღმდეგო სისტემის შემოღებასაც.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში ICO-ს შესახებ ჩატარებული კვლევების თანახმად, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პირველადი მონეტარული შეთავაზების განვითარების კუთხით მსოფლიო მასშტაბით პირველი ადგილი დაიკავა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი