გიბრალტარს ახალი მარეგულირებელი პაკეტი აქვს

0
1019

გიბრალტარი ამუშავებს ახალ ციფრულ ვალუტას ბაზრის ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ საბრძოლველად.

გიბრალტარმა ახალი მარეგულირებელი პაკეტი შექმნა DLT სერვისის პროვაიდერებისთვის. დოკუმენტი ასახავს კრიპტო ბიზნესის პასუხისმგებლობას ბაზრის მანიპულირებისა და ინსაიდერული ვაჭრობის საფრთხეებთან დაკავშირებით.

27 აპრილს გიბრალტარის მთავრობამ გამოაქვეყნა ქვეყნის ფინანსური მომსახურების რეგულირების მე-10 მარეგულირებელი პრინციპი. დეტალები გამოვლენილია სახელმძღვანელო შენიშვნაში, რომელიც მოწოდებულია გიბრალტარის ფინანსური მომსახურების კომისიის მიერ.

რეგულაცია, სპეციალური სამუშაო ჯგუფის მიერაა შემუშავებული, რომელშიც როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე დარგის ექსპერტები იყვნენ ჩართული. აღნიშნული რეგულაცია ადგენს ოპერატიულ მითითებებს ბაზრის ბოროტად გამოყენების თავიდან ასაცილებლად.

მოსალოდნელია, რომ DLT პროვაიდერები მონიტორინგს გაუწევენ ციფრული ვალუტების მოძრაობას და ინფორმაციის გამოქვეყნებას, რომელიც შეიძლება მიმართული იყოს ბაზრის ყალბი ან შეცდომაში შემყვანი სიგნალების გენერირებაზე და გამოიკვლიონ, გამოიყენება თუ არა ალგორითმებზე დაფუძნებული სისტემები ტრანზაქციის მოცულობის ირგვლივ ყალბი მონაცემების შესაქმნელად.

რეგულაცია ასევე ავალდებულებს კრიპტო კომპანიებს, მოიძიონ და თავიდან აიცილონ ნებისმიერი საეჭვო სავაჭრო აქტივობა და აცნობონ საზოგადოებას შესაბამისი ინფორმაციის შესახებ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი