ორშაბათს, 18 მარტს ციფრული ვალუტების ბაზარი უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც შემცირდა.ბიტკოინი მეტ-ნაკლებად ინარჩუნებდა 4.000 დოლარის ნიშნულს. დღის განმავლობაში კრიპტოვალუტის ფასის ნიშნული 4.024-სა და 3.990 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა.გასულ კვირას საკონსულტაციო კომპანია Fundstrat Global-ის თანადამფუძნებელმა ტომ ლიმ აღნიშნა, რომ ბიტკოინის ფასი ზაფხულში, უფრო კონკრეტულად კი აგვისტოს თვეში დაიწყებს ზრდას.რაც შეეხება ეთერიუმს:...
გასული შაბათი-კვირის განმავლობაში ეთერიუმის ფასის დაცემამ ინვესტორები შეაშფოთა, რამაც აღნიშნული საზოგადოების წევრები, კრიპტოვალუტების ფასის აწევის იდეების საჯარო განხილვამდე მიიყვანა. ეს კი Reddit-ის პლატფორმის გამოყენებითა და მხარდაჭერით განახორციელეს.Reddit-ის მომხმარებელმა თანამეგობრობის წევრებს ჰკითხა, თუ როგორ შეეძლო ETH-ს საბაზრო კაპიტალიზაციის 500 მილიარდ დოლარამდე გაზრდა. მომხმარებელმა უძრავი ქონების ბიზნესში "ჭკვიანი კონტრაქტების" გამოყენების...
აშშ-ს ფიგურული სრიალის ეროვნული მმართველი ორგანო, არის ორგანიზაცია, რომელიც დღეიდან შემოწირულობებს ისეთ კრიპტოვალუტაში მიიღებს, მაგალითად, როგორიცაა ბიტკოინი.ასოციაცია თანამშრომლობს Engiven-თან, რომელიც არის ერთ-ერთი უმსხვილესი პლატფორმა. განცხადება თავად ორგანიზაციის წარმომადგენლებმა გააკეთეს და საზოგადოებას შეახსენეს, რომ კრიპტოვალუტის მიღებასთან დაკავშირებულ გეგმებზე ჯერ კიდევ 2021 წლის სექტემბერში ისაუბრეს.შემოწირულობის გადახდის ახალი ვარიანტი...
Goldman Sachs–ის აღმასრულებელი დირექტორი მიიჩნევს, რომ ბიტკოინის რეგულაციები "დიდი ევოლუციისთვის" საჭიროა. დევიდ სოლომონმა "დიდი ევოლუცია" უწოდა იმას, თუ როგორ არეგულირებს შეერთებული შტატების მთავრობა ბიტკოინსა და სხვა კრიპტოვალუტებს ფინანსურ ინსტიტუტებთან მიმართებით.CNBC-სთან ინტერვიუში კომპანიის აღმასრულებელ დირექტორს კითხვები ბიტკოინის მიღებაზე დაუსვეს. აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, რომ ბანკი ყურადღებით აკვირდება ციფრულ ვალუტებს კლიენტების მხრიდან...
Binance-ის აშშ-ს ფილიალის აღმასრულებელმა დირექტორმა ციფრულ აქტივებს ბიზნესისთვის პანდემიისადმი მდგრადი გადაწყვეტილება უწოდა.კრიპტოვალუტის ბირჟის, Binance-ის შეერთებული შტატების ფილიალის აღმასრულებელი დირექტორი, კეტრინ კოლი აცხადებს, რომ ციფრული ვალუტა ბიზნესისთვის ერთადერთი გზა არის.Bloomberg-თან საუბრის დროს კეტრინ კოლიმ აღნიშნა, რომ კრიპტოვალუტას აქვს შესაძლებლობა იყოს რელურად გამოყენებადი ყველა თანამედროვე რეგულაციების და სპეკულაციების მიღმა, რაც...
კრისტინ ლაგარდი საზოგადოებას ციფრული ევროს განსახილველად იწვევს. ”მე მსურს მოვისმინო თქვენი შეხედულებები ამის შესახებ.”- დაწერა Twitter-ზე ქრისტინ ლეგარდმა.Twitter–ზე ქრისტინ ლაგარდმა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოფილმა მმართველმა დირექტორმა და ევროპის ცენტრალური ბანკის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა, საზოგადოება მოიწვია, რათა ევროზონაში ციფრული ვალტის მიღების საკითხი განეხილათ.”ჩვენ ჯერ კიდევ განხილვის ეტაპზე ვართ, მაგრამ ახლახან...
უკანასკნელი ორი დღის განმავლობაში ციფრული ვალუტის ბაზარი მცირე რყევებს განიცდიდა. გუშინ, 23 თებერვალს ბიტკოინის ფასი მკვეთრად შემცირდა. მაშინ როდესაც, ციფრული ვალუტის კურსი 60.000 დოლარისკენ მიიწევდა მოულოდნელად ფასი 50.000 დოლარის ქვემოთ აღმოჩნდა.ოთხშაბათს, 24 თებერვალს კრიპტოვალუტების ბაზარი მეტ-ნაკლებად სტაბილურობას ინარჩუნებდა. დღის განმავლობაში ფასების მცირე მატება დაფიქსირდა.მთელი დღის განმავლობაში ბიტკოინის ფასის...
New York Times-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Facebook-ი კრიპტოვალუტის პროექტზე მუშაობს. როგორც გამოცემა წერს, აღნიშნული პროექტის შესახებ ფართო აუდიტორიისთვის ჯერ არაფერია ცნობილი.აღსანიშნავია, რომ Facebook-ი გეგმავს დახვეწოს თავისი შეტყობინებათა სისტემა და კომპანიის საკუთრებაში არსებული WhatsApp-ი, Messenger-ი და Instagram-ი საერთო ინფრასტრუქტურის ქვეშ გააერთიანოს.როგორც გამოცემა აღნიშნავს, ეს ხელს შეუწყობს მომავალში კომპანიის კრიპტოვალუტის...
Blockchain-ის აუდიტორული კომპანიები ჯერ კიდევ ცდილობენ გაარკვიონ, თუ როგორ მიიღეს ჰაკერებმა წვდომა დაახლოებით 8000 პირად გასაღებზე, რომლებიც გამოიყენება Solana დაფუძნებული საფულეების გადინებისთვის.გამოძიება გრძელდება მას შემდეგ, რაც თავდამსხმელებმა მოახერხეს დაახლოებით 5 მილიონი დოლარის ღირებულების Solana (SOL) და Solana Program Library (SPL) ტოკენების მოპარვა. ეკოსისტემის მონაწილეები და უსაფრთხოების ფირმები კომპანიას მიმდინარე...
ინდონეზიის ბალის კუნძულზე ბიტკოინი მკაცრი ზედამხედვლობის ქვეშ არის. ამის შესახებ, ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ცენტრალური ბანკი სახელმწიფოს მასშტაბით ოფიციალურად ზღუდავს კრიპტოვალუტის გამოყენებას. ინდონეზიის ბანკის ხელმძღვანელი ბალის კუნძულზე კოსა იმან კარანა აღნიშნავს: "სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული რამდენიმე პოსტიდან გავიგეთ ბალის კუნძულზე ბიტკოინებით ტრანზაქციის შესახებ. ადამიანები, რომლებიც ტრანზაქციებს ახორციელებენ კანონით დადგენილი წესებს...