კრიპტოვალუტის რეკლამა Facebook-ის შემდეგ შეიძლება, Twitter-მაც აკრძალოს

0
2651

Facebook-ისა და Google-ის კვალდაკვალ, ვრცელდება ხმები, რომ Twitter-იც კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული რეკლამების აკრძალვას გეგმავს.

Sky News-ის ინფორმაცით, აშშ-ში დაფუძნებული სოციალური ქსელის გიგანტი მომდევნო ორი კვირის განმავლობაში გადახედავს სარეკლამო პოლიტიკას, რომელიც კრიპტოვალუტის საფულეს, ბირჟას და ICO-ს რეკლამების დაბლოკვას, მცირე გამონაკლიებით, გულისხმობს.

CoinDesk-ის მიერ ელ-ფოსტით გაგზავნილ კითხვაზე Twitter-ის წარმომადგენელმა უპასუხა, რომ კომპანია ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებს, მაგრამ აღნიშნულ ინფორმაციას არც უარყოფს.

იმ შემთხვევაში, თუ Twitter-ი კრიპტოვალუტის რეკლამას აკრძალავს ეს ნაბიჯი მნიშვნელოვანად აისახება კრიპტოვალუტის მომავალზე, რადგან Twitter-ს აქტიურად იყენებენ არა მხოლოდ, Blockchain ენტუზიასტები არამედ, “სელებრითებიც”, რომლებიც თვითონ არიან კრიპტოვალუტის მფლობელები და აქტიურად არეკლამებენ ციფრული ვალუტის ამა თუ იმ, შეთავაზებას.

ამ თვის დასაწყისში Twitter-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ჯეკ დორსი აღნიშნავდა, რომ კომპანია გაორმაგებული ძალებით ეცდებოდა სოციალურ ქსელში კრიპტო-თაღლითების გამომჟღავნებას.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას Google-მა ოფიციალურად განაცხადა, რომ ივნისიდან კრიპტოვალუტის რეკლმას დაბლოკავს.

Facebook-მა კი, იანვრის თვის ბოლოს კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული რეკლამები აკრძალა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი