Alto: ახალგაზრდებში კრიპტოვალუტა პოპულარულია

0
806

საინვესტიციო კომპანია Alto-მ გამოკითხა შეერთებულ შტატებში მცხოვრები ახალგაზრდები, რათა გაერკვია თუ რას ანიჭებენ უპირატესობას ინვესტიციების მხრივ.

შედეგები აჩვენებს, რომ 25-დან 40 წლამდე ასაკის ადამიანები ინვესტიციას კრიპტოვალუტაში უფრო ხშირად ახორციელებენ, ვიდრე ურთიერთდახმარების ფონდებში.

ანგარიში ცხადყოფს, რომ გამოკითხულთა თითქმის 40%-მა ინვესტიცია კრიპტოვალუტაში მოახდინა. მოხსენების თანახმად, ეს უფრო მეტია, ვიდრე ამავე თაობის ადამიანების პროცენტი, რომლებიც ფლობენ ურთიერთდახმარების ფონდებს.

უფრო მეტიც, ეს პროცენტი თითქმის უტოლდება ამ ასაკობრივი ჯგუფის საერთო ინვეტიციების ფლობის ოდენობას. მოხსენებაში ასევე აღნიშნულია, რომ გამოკითხულთა უმეტესობა ან უკვე ფლობს კრიპტოვალუტას ან მის ყიდვას განიხილავს.

თუმცა, Alto-ს დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ერიკ სატმა განაცხადა, რომ არსებული პირობები ართულებს მათ ინვესტიციის განხილვას.

ერიკ სატმა განმარტა: „ხილული მოხმარების, მზარდი ცხოვრების ხარჯების და მზარდი სტუდენტური სესხის სამყაროში, ახალგაზრდებს უჭირთ მომავლისთვის ინვესტიციის ჩადება, რადგან ისინი იბრძვიან აწმყოსთვის“.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი