ციფრული ვალუტის ბაზარი მცირე რყევებს განიცდის

0
1104

უკანასკნელი ორი დღის განმავლობაში ციფრული ვალუტის ბაზარი მცირე რყევებს განიცდიდა. გუშინ, 23 თებერვალს ბიტკოინის ფასი მკვეთრად შემცირდა. მაშინ როდესაც, ციფრული ვალუტის კურსი 60.000 დოლარისკენ მიიწევდა მოულოდნელად ფასი 50.000 დოლარის ქვემოთ აღმოჩნდა.

ოთხშაბათს, 24 თებერვალს კრიპტოვალუტების ბაზარი მეტ-ნაკლებად სტაბილურობას ინარჩუნებდა. დღის განმავლობაში ფასების მცირე მატება დაფიქსირდა.

მთელი დღის განმავლობაში ბიტკოინის ფასის ნიშნული დაახლოებით 3%-მდე გაუმჯობესდა. ფასი 49.000-სა და 50.000 დოლარს შორის მოძრაობდა.

უაკანასკნელი 7 დღის განმავლობაში ბიტკოინის ფასმა თითქმის 2.47%-ით დაიკლო. ბიტკოინის დომინირება ბაზარზე 61%-ს შეადგენდა.

რაც შეეხება კაპიტალიზაციით მეორე უდიდეს კრიპტოვალუტას, ეთერიუმს: ეთერიუმის საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებოთ 189 მილიარდის ფარგლებში მოძრაობდა. 24 თებერვალს, დღის მეორე ნახევარში, ეთერიუმის ფასი 1.651 დოლარის ფარგელბში მერყეობდა.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ უკანასკნელი ერთი კვირის განმავლობაში ეთერიუმის ფასის ნიშნული დაახლოებით 9.81%-ით არის შემცირებული.

შეგახსენებთ რომ, CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 24 თებერვალს, დღის მეორე ნახევარში, კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით ტრილიონ 509 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი