სენეგალში კრიპტოვალუტის სექტორი განვითარებას იწყებს

0
848

სენეგალელი 29 წლის მოქალაქე ნურუ საფრანგეთში სწავლობდა 8 წლის განმავლობაში. ის ყოფილი ფინანსური ანალიტიკოსია. მას ასევე აქვს გამოცდილება საინვესტიციო ბაზარზე მუშაობის.

ის გასული წლის ბოლოს დაბრუნდა სამშობლოში იმედგაცრუებული, რადგან პანდემიამ სამსახური დააკარგვინა და უმუშევრობის გამო იძულებული იყო უკან დაბრუნებულიყო.

ცოტა ხანში მან Coinmap-ის (საიტი, რომელიც აჩვენებს ბიტკოინის მოვაჭრეებს და მათ ლოკაციას) საშუალებით გაიგო, რომ სენეგალში არ ხორციელედებოდა ბიტკოინით ვაჭრობა. მიუხდავად იმისა, რომ სენეგალელ რეპერს, Akon-ს სურდა ადგილობრივი კრიპტო ქალაქის შექმნა, სახელწოდებით Akon City.

ნურუ დიდი ხნის განმავლობაში იყო დაინტერესებული ბიტკოინით და საკმარისი ცოდნაც გააჩნდა მასთან დაკავშირებით. სალვადორის მაგალითით შთაგონებულმა გადაწყვიტა მშობლიურ ქვეყანას თანამედროვე ეკონომიკურ სტანდარტებზე გადაწყობაში დახმარებოდა.

სენეგალის დედაქალაქ დაკარში მან არამარტო „ბიტკოინ სენეგალი“ დაარსა, არამედ 18-ზე მეტი საგანმანათლებლო მოხსენებით გამოვიდა საზოგადოების წინაშე და აპირებს მომავალში მეტი კრიპტო საგანმანათლებლო ლექცია სენეგალის მოსახლეობას ჩაუტაროს.

ამ ეტაპზე ნურუს სამიზნე აუდიტორიას 20 ადგილობრივი რესტორანი წარმოადგენს, რომელთაც აქვთ პოტენციალი მიიღონ კრიპტოვალუტა, როგორც ალტერნატიული გადახდის საშუალება.

იგი ასევე აპიებს სენეგალის პირველი კრიპტო ბირჟის შექმნას, რომელიც მისი თქმით, თვით Binance-ს გაუწევს კონკურენციას.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი