აშშ-ს ფიგურული სრიალის ასოციაცია დონაციას კრიპტოვალუტით იღებს

0
819

აშშ-ს ფიგურული სრიალის ეროვნული მმართველი ორგანო, არის ორგანიზაცია, რომელიც დღეიდან შემოწირულობებს ისეთ კრიპტოვალუტაში მიიღებს, მაგალითად, როგორიცაა ბიტკოინი.

ასოციაცია თანამშრომლობს Engiven-თან, რომელიც არის ერთ-ერთი უმსხვილესი პლატფორმა. განცხადება თავად ორგანიზაციის წარმომადგენლებმა გააკეთეს და საზოგადოებას შეახსენეს, რომ კრიპტოვალუტის მიღებასთან დაკავშირებულ გეგმებზე ჯერ კიდევ 2021 წლის სექტემბერში ისაუბრეს.

შემოწირულობის გადახდის ახალი ვარიანტი გამოცხადებისთანავე გახდა ხელმისაწვდომი. ახლა ნებისმიერ მსურველს შეუძლია აშშ-ს ფიგურული სრიალის ვებსაიტზე Engiven-ის პლატფორმის საშუალებით, განახორციელოს დონაცია.

ვებგვერდზე შემოწირულობები წარმოდგენილია ისეთ მსხვილ კრიპტოვალუტებში, როგორიცაა ბიტკოინი, ეთერიუმი, Dogecoin-ი.

როგორც ცნობილია, კრიპტოვალუტით განხორციელებული დონაცია ციფრული ვალუტის სახით არ რჩება და თანხა დაუყოვნებლივ აშშ დოლარზე იცვლება.

ამ ოპერაციას Engiven-ის პლატფორმა ავტომატურად ახორციელებს. ამის შემდეგ კი თანხა ფიგურული სრიალის ორგანიზაციას ერიცხება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი