ინდოეთის მარეგულირებელი სხვა ქვეყნების კრიპტოვალუტის ეკოსისტემებს სწავლობს

0
1562

2017-18 წლების ყოველწლიური ანგარიშის თანახმად, ინდოეთის ფასიანი ქაღალდების კომისიამ საკუთარი ოფიციალური პირები საზღვარგარეთ გაგზავნა, რათ სხვა ქვეყნების გამოცდილება კრიპტოვალუტისა და პირველადი მონეტარული შეთავაზების (ICO)-ს კუთხით შეესწავლა.

ინდოეთის მარეგულირებლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ხელისუფლებამ უკვე განახორციელა “სასწავლო ტურები”, კერძოდ, იაპონიის ფინანსური მომსახურების სააგენტოსთან, გაერთიანებული სამეფოს ფინანსურ და შვეიცარიის საფინანსო ბაზრის ზედამხედველობის ორგანოებთან.

“საზღვარგარეთ “სასწავლო ტურების” მიზანი იყო ის, რომ სახელმწიფო მოხელეებს სხვადასხვა საერთაშორისო მარეგულირებლის დახმარებით ზოგადად სისტემა და რეგულაციის მექანიზმები უფრო ღრმად შეესწავლათ”,- ნათქვამია დოკუმენტში.

უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, რომ ინდოეთის ხელისუფლებამ გამოხატა ინტერესი სხვა ქვეყნებში არსებული ეკოსისტემის მიმართ.

ცოტა ხნის წინ, ინდოეთის სარეზერვო ბანკმა ასევე გამოქვეყნა 2017-18 წლების შემაჯამებელი ანგარიში, სადაც ხელისუფლება ყურადღებას ამახვილებს კრიპტოვალუტის რეგულაციის საკითხზე. კერძოდ, დოკუმენტში განხილულია იაპონიისა და სამხრეთ კორეის მაგალითი.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ინდოეთის ცენტრალური ბანკი, ამჟამად, განიხილავს ეროვნული ვალუტით, რუპიით მხარდაჭერილი ციფრული ვალუტის შექმნას.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი