ინდონეზიაში დაფუძნებულმა კრიპტო პლატფორმამ 35 მილიონი დოლარი შეაგროვა

0
969

ინდონეზიის პირველმა მობილურმა კრიპტოვალუტის საფულემ და სავაჭრო პლატფორმამ, Pintu-მ 35 მილიონი დოლარი შეაგროვა.

A სერიის დაფინანსების რაუნდს ხელმძღვანელობდა Lightspeed Venture Partners-ი, ტექნოლოგიაზე ორიენტირებული ინვესტორი, რომელსაც აქვს ფართო გავლენა Blockchain, ფინანსებსა და მონაცემთა ანალიტიკაზე.

რამდენიმე სხვა ფონდი ასევე მონაწილეობდა ღონისძიებაში, მათ შორის იყვნენ: Alameda Ventures-ი, Blockchain.com-ი, Pantera Capital-ი, Coinbase Ventures-ი, Castle Island Ventures-ი და Intudo Ventures-ი.

მოგროვებული თანხებით, კომპანია გეგმავს დამატებითი თანამშრომლების აყვანას, რითიც ხელს შუწყობს ახალი პროდუქტების გაფართოვებასა და ინდონეზიაში კრიპტოვალუტის მომავალ მიღებას. Pintu-ს თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯეთ სოეტოიომ აღნიშნა, რომ მისი პლატფორმა ინდონეზიელებს ფინანსური ბარიერების გადალახვაში დაეხმარება.

”როგორც მეოთხე ყველაზე ხალხმრავალ ქვეყანას მსოფლიოში, ინდონეზიელების მხოლოდ 1-2% –ს აქვს კრიპტოვალუტა, ეს არის უზარმაზარი შესაძლებლობა საცალო ინვესტორებისთვის, მიიღონ წვდომა დივერსიფიცირებულ და დინამიურ საინვესტიციო შესაძლებლობებზე Pintu-ს უნიკალური კრიპტო სავაჭრო შეთავაზებებით”,- აღნიშნა მედიასთან საუბრის დროს კომპანიის გენერალურმა დირექტორმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი