Blockchain სიახლეები

Blockchain სიახლეები

გერმანიის მთავრობის გადაწყვეტილების თანახმად, 2019 წლის შუა პერიოდში ქვეყნის Blockchain პოლიტიკა გაცხადდება.ამის შესახებ ინფორმაცია მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე გახდა ცნობილი.დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ fintech-თან დაკავშირებული კანონმდებლობა ამჟამად, მხოლოდ ევროპის ხუთი წევრი სახელმწიფოს მიერ არის საჯაროდ ცნობილი. ეს ქვეყნებია: დანია, ლიეტუვა, ნიდერლანდები, პოლონეთი და გაერთიანებული სამეფო.გერმანიის მთავრობის განცხადებით, Blockchain...
ინდოეთის მთავრობა ეროვნულ Blockchain სტრატეგიაზე მუშაობს, რათა მოხდეს ტექნოლოგიის ადაპტირება ქვეყანაში.India Times-ის ცნობით, ინდოეთის ელექტრონიკისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამინისტრომ განაცხადა, რომ იგი აღიარებს Blockchain ტექნოლოგიის პოტენციალს და საერთო ინფრასტრუქტურის განვითარების აუცილებლობას.სამინისტრომ დაამატა, რომ იგი მუშაობს ეროვნული Blockchain პროექტზე.სახელმწიფო მინისტრმა ადამიანური რესურსების განვითარების, კომუნიკაციისა და ელექტრონიკის და IT მიმართულებით...
ჩინეთის ქალაქ ლოუდიმ Blockchain ტექნოლოგიის გამოყენება დაიწყო. პლატფორმის დანერგვა უძრავი ქონების მონაცემების შენახვას უკავშირდებება.ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.პლატფორმის შექმნას მხარს უჭერდა ქალის საგადასახადო და უძრავი ქონების დეპარტამენტი. ლოუდი ჰუნანის პროვინციაში მდებარეობს. 15 ნოემბრიდან ახალი სისტემა მოქალაქეებს საშუალებას მისცემს თავიდან აიცილონ ბიუროკრატიული პროცესები, რომელიც ამა თუ იმ უწყებაში დოკუმენტაციის...
იაპონიის ხუთმა ბანკმა Blockchain ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ფინანსური მომსახურების ინფრასტრუქტურის შესაქმნელად თანამშრომლობა დაიწყო.ბანკები საერთო პლატფორმას შექმნიან, რომლის მიზანიც ფინანსური ოპერაციების ეფექტური განხორციელებაა.მანამდე მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ივლისში ტესტირება უნდა დაწყებულიყო და ერთი წლის განმავლობაში ბანკებს კონკრეტული შედეგი უნდა მიეღოთ.ეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით, პლატფორმა მიზნად ისახავს IBM-ის გამოცდილების გაზიარებასაც....
კანადის ეროვნული ბანკი Blockchain ტექნოლოგიას ტრანზაქციების გასამარტივებლად გამოიყენებს.ამის შესახებ ბანკის პრეს-რელიზშია ნათქვამი.როგორც პრეს-რელიზიდან გახდა ცნობილი, ბანკი გეგმავს "ჭკვიანი კონტრაქტების" დანერგვასაც. ბანკის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ Blockchain-ზე დაფუძნებული სისტემა შეამცირებს რისკებს და გააუმჯობესებს ბანკის კლიენტებთან ურთიერთობას."ეს საპილოტე პროექტი ტექნოლოგიის დიდ შესაძლებლობებს ავლენს. ამის შედეგად გამარტივდება პროცესი კრედიტებისა და გარანტიების...
ბოლო კვლევების მიხედვით, დიდი ბრიტანეთი დასახელდა ქვეყანად, რომელსაც აქვს პოტენციალი Blockchain-ისა და კრიპტოვალუტის სფეროში 2022 წლისთვის ლიდერი ქვეყანა გახდეს.ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.კვლევის თანახმად, დიდ ბრიტანეთს გააჩნია სამთავრობო, ტექნოლოგიური და სამრეწველო რესურსები, გახდეს კრიპტო-ეკონომიკური ეკოსისტემის ლიდერი და მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში Blockchain ტექნოლოგიის განვითარების გლობალური ცენტრი შექმნას.ანგარიშში...
კორონავირუსულმა პანდემიამ ხელი შეუწყო ვირტუალურ გასართობ ინდუსტრიას და აამუშავა Blockchain-ზე დაფუძნებული პროგრამები, რათა დასვენების დროს საზოგადოებას გართობის საშუალება ჰქონდეს.კაზინო Decentral Games–მა და Ibiza–ს კლუბ Amnesia–მ განაცხადეს ახალი პარტნიორობის შესახებ და დაიწყეს ორი ვირტუალური პროგრამის შექმნა, რომელთა სახელწოდებაც ასე ჟღერს: Amnesia Experience-ი და Amnesia Hype-ი. პარტნიორები ელიან, რომ წელს მნიშვნელოვან...
ესპანეთის ქალაქ ვალენსიის პორტის ადმინისტრაციამ ოფიციალურად განაცხადა "ჭკვიანი პორტის" შექმნა. როგორც ცნობილი გახდა, პორტი გეგმავს Blockchain ტექნოლოგიის დანერგვას.ხოსე გარსია დე ლა გუია, რომელიც პასუხისმგებელია ვალენსიის პორტის მმართველობაში ახალი ტექნოლოგიების დანერგვაზე, განმარტავს, რომ ისინი Blockchain-ით ლოჯისტიკის გაუმჯობესებას არამარტო ვალენსიაში, არამედ ესპანეთის სხვა საერთაშორისო პორტებშიც აპირებენ."ვალენსიიდან...
კრიპტოვალუტისა და Blockchain კომპანიამ CipherTrace-მა Binance Smart Chain-ის ანალიტიკური მხარდაჭერის შესახებ განაცხადა. ეს კი ქსელში მოქმედი პროტოკოლების შეტევებისა და სისუსტეების ზრდის ფონზე ხდება.განცხადებაში კომპანიამ აღნიშნა, რომ ის მიზნად ისახავს BSC–სა და უფრო მაღალი რისკის მქონე ფინანსური ოპერაციების იდენტიფიცირებას, რომელთა დეცენტრალიზებული პროგრამები ახლა 600–ზე მეტია.CipherTrace-ი უკვე ადევნებს თვალყურს ათასზე მეტ...
რუსეთის სახელმწიფო ბანკის, Sberbank-ის გენერალური დირექტორი ჰერმან გრეფი მიიჩნევს, რომ მსოფლიო მასშტაბით მთავრობები კონკრეტულ მოდელს კრიპტოვალუტის განვითარების შესახებ მომდევნო 10 წლის განმავლობაში არ შეიმუშავებენ.ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო RIA Novosti ავრცელებს.გრეფის განცხადებით, მთავრობები ჯერ მზად არ არიან ცენტრალიზებულ ვალუტებთან ერთად დეცენტრალიზებული ციფრული მონეტების მასობრივი მიღების."კრიპტოვალუტის მომავალი არ...