ჩინეთის ჰუნანის პროვინციაში Blockchain-ს უძრავი ქონების მონაცემების შენახვისთვის გამოიყენებენ

0
1673

ჩინეთის ქალაქ ლოუდიმ Blockchain ტექნოლოგიის გამოყენება დაიწყო. პლატფორმის დანერგვა უძრავი ქონების მონაცემების შენახვას უკავშირდებება.

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

პლატფორმის შექმნას მხარს უჭერდა ქალის საგადასახადო და უძრავი ქონების დეპარტამენტი. ლოუდი ჰუნანის პროვინციაში მდებარეობს. 15 ნოემბრიდან ახალი სისტემა მოქალაქეებს საშუალებას მისცემს თავიდან აიცილონ ბიუროკრატიული პროცესები, რომელიც ამა თუ იმ უწყებაში დოკუმენტაციის წარდგენას უკავშირდება.

როგორც მედია წერს, უძრავი ქონების Blockchain-ზე დაფუძნებული პირველი ელექტრონული ვაუჩერი უკვე გაიცა.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ ჩინეთი იმ ქვეყნებს შორისაა, რომლებიც აქტიურად ნერგავს Blockchain ტექნოლოგიას, როგორც საზოგადოებრივ, ისე კერძო დონეზე. აღსანიშნავია, რომ გასული თვეში ჩინეთის პროვინცია ჰაინანი ქვეყანაში პირველი ოფიციალურად ლიცენზირებული Blockchain ზონა გახდა.

შეგახსენებთ, რომ Blockchain ტექნოლოგია უძრავი ქონების სფეროში უკვე აქიურად გამოიყენება. ვერმონტის შტატი ერთ-ერთ პირველი იყო, რომელმაც უძრავი ქონების შეძენა-გაყიდვის მიზნით Blockchain-ის დანერგვა დაიწყო.

ივნისში კი, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჰოლანდიის მთავრობა მიწის რეგისტრაციის ოპერაციებში Blockchain ტექნოლოგიის დატესტვას იწყებდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი