Blockchain სიახლეები

Blockchain სიახლეები

რუსეთის სახელმწიფო ბანკის, Sberbank-ის გენერალური დირექტორი ჰერმან გრეფი მიიჩნევს, რომ მსოფლიო მასშტაბით მთავრობები კონკრეტულ მოდელს კრიპტოვალუტის განვითარების შესახებ მომდევნო 10 წლის განმავლობაში არ შეიმუშავებენ.ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო RIA Novosti ავრცელებს.გრეფის განცხადებით, მთავრობები ჯერ მზად არ არიან ცენტრალიზებულ ვალუტებთან ერთად დეცენტრალიზებული ციფრული მონეტების მასობრივი მიღების."კრიპტოვალუტის მომავალი არ...
აზიის წყნარი ოკეანის კონსერვატორთა კავშირი რეგიონში Blockchain ეკოსისტემის განვითარებას იწყებს. პროექტის ავტორების თქმით, ტექნოლოგიის განვითარება ავტორიტარიზმთან ბრძოლის ერთი-ერთი შემადგენელი ნაწილი იქნება.აღსანიშნავია, რომ კავშირის მიერ გამოქვეყნებულ პრესრელიზში პროექტი აღწერილია, როგორც ინიციატივა, რომელიც ხელს უწყობს ადგილობრივი ეკონომიკური გარემოს ჯანსაღ განვითარებას. ამასთანავე, ტექნოლოგია გამოყენებული იქნება აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში ავტორიტარული მმართველობის ბრძოლის...
კრიპტოვალუტისა და Blockchain კომპანიამ CipherTrace-მა Binance Smart Chain-ის ანალიტიკური მხარდაჭერის შესახებ განაცხადა. ეს კი ქსელში მოქმედი პროტოკოლების შეტევებისა და სისუსტეების ზრდის ფონზე ხდება.განცხადებაში კომპანიამ აღნიშნა, რომ ის მიზნად ისახავს BSC–სა და უფრო მაღალი რისკის მქონე ფინანსური ოპერაციების იდენტიფიცირებას, რომელთა დეცენტრალიზებული პროგრამები ახლა 600–ზე მეტია.CipherTrace-ი უკვე ადევნებს თვალყურს ათასზე მეტ...
Samsung-ის ახალი Blockchain პილოტი ფარმაცევტულ ინდუსტრიას დაეხმარება.Samsung SDS ნოემბერში ჩაატარებს საპილოტე პროექტს Blockchain-ზე მომუშავე მედიკამენტების განაწილების მენეჯმენტის შესამოწმებლად. ამ ტესტების მიზანია წამლების თვალყურის დევნის პროცესში გამჭვირვალობის უზრუნველყოფა.პროექტს "წამლის დისტრიბუციის ისტორიის თვალყურისმადევნებელი ინოვაციური ტექნოლოგია" ერქმევა.Samsung SDS-ის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ასევე განაცხადეს, რომ მათ მიიღეს რამდენიმე განცხადება „პილოტებზე“ სამხრეთ...
ახალი ანგარიშების მიხედვით, Blockchain ტექნოლოგიის გამოყენებით სოფლის მეურნეობისა და საკვების მიწოდების ბაზარი მომავალი ხუთი წლის განმავლობაში 400 მილიონ დოლარს გადააჭარბებს.Reportlinker-მა ანგარიში გამოქვეყნა სახელწოდებით "Blockchain: სოფლის მეურნეობის ბაზრის პროგნოზი 2023 წლისთვის". ანგარიშის მიხედვით, სექტორის ზრდის მაჩვენებელი 60.8 მილიონი დოლარიდან 429.7 მილიონამდე გაიზრდება."Blockchain ტექნოლოგია კვების მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის...
მულტინაციურმა ტექნოლოგიურმა კომპანია IBM-მმა ავსტრალიის მთავრობასთან 5 წლიან კონტრაქტს ხელი მოაწერა, რათა Blockchain-ი და ახალი ტექნოლოგები მონაცემთა უსაფრთხოდ დაცვის გაუმჯობესების მიზნით გამოიყენებოდეს.ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.ხელშეკრულება მოიცავს სხვადასხვა სამთავრობო სტრუქტურაში Blockchain-ისა და სხვადასხვა თანამედროვე ტექნოლოგიის დანერგვას.IBM-ის ადგილობრივმა წარმომადგენელმა ჰარიეტ გრინმა Bloomberg-ს განუცხადა, რომ აღნიშნული პარტნიორობა მსოფლიოს ბვერი ქვეყნისთვის...
2020 წელს COVID-19-ის პანდემიამ არაერთი ქვეყნის ეკონომიკას პრობლემები შეუქმნა. თუმცა, მიუხედავად ამისა, ზოგიერთმა სახელმწიფომ ამ ტიპის ეკონომიკურ გამოწვევას ციფრული სექტორის განვითარებით უპასუხა.შვეიცარიაცუგი, შვეიცარიის პატარა ადმინისტრაციული ტერიტორია 2020 წელს "კრიპტო ველის" სახელით გახდა ცნობილი. 2020 წლის სექტემბერში უკვე ცნობილი იყო, რომ ცუგის მაცხოვრებლები გადასახადების გადახდას კრიპტოვალუტის...
მსოფლიოს ეკონომიკურმა ფორუმმა Blockchain ტექნოლოგიის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ანაგრიში გამოაქვეყნა.ანგარიშში აღნიშნულია, რომ ჰაკერები ვერ უმკლავდებიან Blockchain ტექნოლოგიას, თუმცა ნებისმიერი სახის დარღვევა ხდება მხოლოდ იმიტომ, რომ, ამა თუ იმ, კომპანიას კიბერუსაფრთხოების ზომები არ აქვს ხოლმე მიღებული.ანგარიშში წერია, რომ ექსპერტები ყურადღებას ამახვილებენ მსხვილი კომპანების მონაცემების კონფიდენციალურობის დარღევაზე. ამასთან დაკავშირებით აღნიშნულია, რომ...
ესპანურმა ბანკმა, Banco Santander-მა განაცხადა, რომ Blockchain-ის კვლევით ჯგუფს ქმნის, რათა შეაფასოს ტექნოლოგიის პოტენციალი ფასიანი ქაღალდების ვაჭრობის პროცესში.მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, არსებობს პრაქტკიკა, როდესაც გლობალურმა ბანკმა დამოუკიდებლად შეიმუშავა და განავითარა Blockchain ტექნოლოგია.Banco Santander-ის აღმასრულებელმა დირექტორმა და ბანკის კორპორატიული და საინვესტიციო გლობალური მომსახურების ხელმძღვანელმა ხოსე ლეინერესმა...
აბუ-დაბის პორტმა Blockchain-ის საერთაშორისო საპილოტე პროგრამის განხორციელება ანტვერპენის პორტთან ერთად დაიწყო.ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Hellenic Shipping News-ი იტყობინება.აბუ-დაბი პორტების შვილობილი კომპანია Maqta Gateway-სა და ანტვერპენის პორტს შორის გაფორმებული მემორანდუმის შემდეგ კომპანიებმა Blockchain ტექნოლოგიაზე დაფუძნებული პროექტის შექმნა დაიწყეს. პროექტის მიხედვით, ორივე კომპანიას შორის საერთაშორისო სავაჭრო დოკუმენტაციას განაწილდება...