ბოლო მონაცემებით, ალტკოინების კურსი სტაბილურობას ინარჩუნებს

0
1530

ლაიტკოინის კურსის გუშინდელ მაჩვენებლებზე შეიძლება ითქვას, რომ კრიპტოვალუტა სტაბილურობას ინარჩუნებდა. 17 ოქტომბერს ლაიტკოინზე ვაჭრობა 54 დოლარზე გაიხსნა, რომელიც ასევე იყო დღის განმავლობაში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელი. 53 დოლარზე კი ვაჭრობა დაიხურა, რომელიც ასევე წარმოადგენდა დღის მანძილზე ფასის ყველაზე დაბალ მაჩვენებელს.

ანალიტიკოსები კვლავ მოელიან, რომ ლაიტკონის კურსი 69 დოლარამდე შეძლებს გაზრდას. თუკი ალტკოინმა ფასის გაზრდა ვერ შეძლო მოსალოდნელი დონეები ჯერ 47, ხოლო შემდეგ 40 დოლარი იქნება.

რაც შეეხება მონეროს: მონეროს კურსიც ლაიტკოინის მსგავსად დიდად არ შეცვლილა. გუშინ, ალტკოინზე ვაჭრობა 107 დოლარზე გაიხსნა, რომელიც ასევე იყო დღის განმავლობაში დაფიქსიებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელი. ფასის ყველაზე დაბალი ნიშნული 104 დოლარზე დაფიქსირდა, ხოლო მონეროზე ვაჭრობა 105 დოლარზე დაიხურა.

მონეროს შემთხვევაშიც ექსპერტები ფასის ზრდის ტენდენციას ვარაუდობენ. ალტკოინის კურსმა 128 დოლარის ნიშნულს უნდა მიაღწიოს, რომ ეს ფასის ზრდის ნიშანი იყოს.

ამ ეტაპზე ანალიტიკოსები ლაიტკოინისა და მონეროს შემთხვევაშიც ტრეიდერებს ურჩევენ, რომ ფასის ზრდის ტენდენციებს დაელოდონ და ისე განახორციელონ ვაჭრობა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი