ვალენსიის პორტი Blockchain ტექნოლოგიის დანერგვას აპირებს

0
1662

ესპანეთის ქალაქ ვალენსიის პორტის ადმინისტრაციამ ოფიციალურად განაცხადა “ჭკვიანი პორტის” შექმნა. როგორც ცნობილი გახდა, პორტი გეგმავს Blockchain ტექნოლოგიის დანერგვას.

ხოსე გარსია დე ლა გუია, რომელიც პასუხისმგებელია ვალენსიის პორტის მმართველობაში ახალი ტექნოლოგიების დანერგვაზე, განმარტავს, რომ ისინი Blockchain-ით ლოჯისტიკის გაუმჯობესებას არამარტო ვალენსიაში, არამედ ესპანეთის სხვა საერთაშორისო პორტებშიც აპირებენ.

“ვალენსიიდან დაწყებული, ჩვენ ვთავაზობთ Blockchain ტექნოლიგიას, როგორც სტრატეგიული ვარიანტს, რათა უზრუნველყოფილი იყოს ლოჯისტიკური ქსელის გამჭვირვალობა. ამ ტექნოლოგიის გამოყენება ჩვენი პორტის გარდა, ასევე უნდა მოხდეს სხვა პორტების სისტემებშიც,- აცხადებს ხოსე გარსია დე ლა გუია.

ის ასევე განმარტავს, რომ Blockchain ტექნოლოგია პორტებს რესურსების ოპიმიზაციასა და ხარჯების შემცირებაში დაეხმარება.

შეგახსენებთ, რომ ამ კვირაში როტერდამში გამართულ “ჭკვიანი პორტების” კონფერენციაზე მონაწილეობა მიიღეს ვალენსიის პორტის ადმინისტრაციიდან ასევე ანტვერპენისა და ალჟერირას პორტებიდან. განსახილველ თემას პორტებში Blockchain ტექნოლოგიის დანერგვა და განვითარება წარმოადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი