Sberbank-ის გენერალური დირექტორი: კრიპტოვალუტის მომავალი Blockchain-თან ერთად უნდა განიხილებოდეს

0
1652

რუსეთის სახელმწიფო ბანკის, Sberbank-ის გენერალური დირექტორი ჰერმან გრეფი მიიჩნევს, რომ მსოფლიო მასშტაბით მთავრობები კონკრეტულ მოდელს კრიპტოვალუტის განვითარების შესახებ მომდევნო 10 წლის განმავლობაში არ შეიმუშავებენ.

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო RIA Novosti ავრცელებს.

გრეფის განცხადებით, მთავრობები ჯერ მზად არ არიან ცენტრალიზებულ ვალუტებთან ერთად დეცენტრალიზებული ციფრული მონეტების მასობრივი მიღების.

“კრიპტოვალუტის მომავალი არ არის ნათელი. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო არ დაუშვებს დეცენტრალიზებულ კრიპტოვალუტებს”,-განაცხადა Sberbank-ის გენერალურმა დირექტორმა.

ამასთანავე, გრეფი დარწმუნებულია, რომ კრიპტოვალუტის მომავალი Blockchain ტექნოლოგიასთან ერთად უნდა განიხილებოდეს.

“Blockchain ტექნოლოგია ახლა მზად არ არის. როდის იქნება მზად? ჩემი აზრით, 3-5 წელიწადში. Blockchain-ის პოტენციალი საკმაოდ დიდია. მასში ჩადებული ფილოსოფია ბევრ სფეროს მკვეთრად შეცვლის. ამ ტექნოლოგიის დახვეწამ შესაძლოა, უზარმაზარი შედეგები მოგვცეს, როგორც ბიზნესის სფეროში ასევე სამოქალაქო სექტორში”,-აღნიშნა Sberbank-ის გენერალურმა დირექტორმა, ჰერმან გრეფმა.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, რუსეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა, ელვირა ნაბულინამ განაცხადა, რომ კრიპტოვალუტის ბაზარი შემცირდებოდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი